ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუგ-ზარი
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2010


პალატა - 8

დღე - კვირა

  დღეს ბევრი მნახველი მყავდა. კიდევ კარგი დაემთხვა და მარტო ვწევარ, ჩემი სომეხი პაციენტ-მეგობარი გუშინ გაწერეს. შვილი რომ გამითხოვდა, მაშინაც იგივე შეგრძნება მქონდა...უხ, რა ტუტუცი შვილები მყავს, გაიზარდნენ და ვეღარ იცლიან ავადმყოფი მამისთვის. რა ქნან, ოჯახს რჩენა უნდა. მორიგე  წნევა გამისინჯა, წამომაჯინა, მაჯისცემა შემიმოწმა, შემაქო...დღეს კაი ბიჭი ხარო. ასე 50 წლის იქნება და მგონია მთელი ცხოვრება თავისზე პატარა ბიჭები მოსწონს. ხო, რა იყო, ნუგზარ, განა სულ ამ რკინის ხაფანგში იწვები?! მეღიმება და გვეღიმება! „ლეპტოპისთვის“ ერთი საათი გამომიყვეს, მუხლებზე მიდევს და ყველაზე ხშირად “ურაკპარაკს” ვხსნი, არც ისე ხშირად “ლიტ.ჯეს” და უფრო ნაკლებად სხვა საიტებს. ბავშვობიდან მიყვარს კითხვა. “ურაკზე” საინტერესო ხალხია, ყველას ფსიქოლოგიური მიდგომა უნდა, თორემ აღგზნებული ხარებივით აწყდებიან ერთმანეთის გვერდებს. მე ახალი ვარ და ჯერ არ მერჩიან, ლექსიც განა იმიტომ დავდე, საკრიტიკო მასალა მიმეცა ,ამ ოთხ კედელში ურთიერთობა რა ძვირფასია, ვინ რა იცის, გარდა ავადმყოფისა და პატიმრისა. დილიდან: ჟგუტი, ნემსი, წამალი, წვეთოვანი, წნევა. სამედიცინო ტერმინები: თქვენ კოლაფსი გჭირთ ...და რას ნიშნავს ეს, როცა ვეკითხები, უფრო მეპრანჭება მაია ექიმი, ცერა და შუა თითით მინუს... სათვალეს ისწორებს და ასკლეპიოსავით ბრძნულად, ისევ გაუგებარ ენაზე მიწყებს ახსნას, რომ ეს დაავადება ნიშნავს სისხლძარღვთა ტონუსის დაცემას, სისხლის ცირკულაციის ჩქარ ვარდნასა და უჰაერობას. ეს არტერიული წნევა რაღაა ნეტა, მაგრამ ვის ცალია ჩემთან უფასო ლექციებისთვის,
    მაინც მგონია,ყველაზე დიდ დროს "8 პალატას" უთმობს, ლამაზი და ჭკვიანი ქალია მაია ექიმი. უყვარს შოკოლადი, ვარდისფერი ტუჩსაცხი და ყურადღება. როცა თერმომეტრს ფერთხავს, მარჯვენა მკლავის იღლიის ოდნავ დაბლა სტრიები უჩანს, ხორცი ისე უფამფალებს, ლამის ძვალს მოწყდეს და პატრონს გაექცეს. ერთხელ წამოცდა, სახლში ქმარი მელოდებაო და მას შემდეგ ჩვეული თავისუფლება დაკარგა ,ჰო, ნანობს, ალბათ ჰგონია გული მატკინა, ან მას ეტკინება...მე კი დიდი ხანია ცოლის საფლავზე მასავით ლამაზი ყვავილები ვერ მიმიტანია , საკურთხი ვერ გამიკეთებია, თავს ვერ ვპატიობ, თამო მაპატიებს...
    დერეფანში ახალი ავადმყოფი შემოიყვანეს, ექთანს ვკითხე: რეანიმაციაში გააქანეს, 28 წლის ბიჭს აორტა გაუსკდაო ,მასაც ჩემსავით მესამე უარყოფითი სისხლი ჰქონია, შევეხვეწე გადაესხათ ჩემგან, მაგრამ შენ შენთვის საკმარისიც არ გაგაჩნიაო. დღეისთვის ბოლო (ადრენალინი) გამიკეთა და მშვიდი ძილი მისურვა.
ჩემს პალატაში გამართული 12 საათია,ეს იმას ნიშნავს, თუ სწორად აზროვნების მისხალი შემრჩა, ჟანრი-პროზა მივუთითო, შემდეგ "შეტანას" დავაჭირო და........
    სულის სიჯანსაღესთან ერთად ფიზიკური ჯანმრთელობაც გისურვოთ.     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები