 | ავტორი: სბდვალი ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2010 |
თუმცა გვიან სჯობს ვიდრე არასდროს, დაგვიანებაც არ მხიბლავს მარტში. ადრე თუ გვიან მიხვდება ყველა, რატომ მიზიდავს სირბილი ქარში.
ეს იყო მაშინ... როცა ჩურჩული არხევდა ფოთლებს, როცა მოცარტი თავისი გენით აფრქვევდა ნოტებს...
გახსოვს? ვთვრებოდი, მერე ვამტვრევდი ჩემს დაცლილ ბოთლებს, თქვენ ვერ გაუგეთ, მე კი ვიძმობდი ქუჩაში ლოთებს...
ადრე თუ გვიან? ეს სულ ერთია, თუნდაც არასდროს დადგეს დაისი. ადრე თუ გვიან? ცეცხლში დენთია, აღარ ანთია ჩემში მაისი,
გაისვრის ისევ... ჩემი ლექსიდან გაისვრის სიტყვა, და ყველა ბგერა რაც კი მისვრია, განა უაზროდ ვისროლე ყველა.
ძველმა ფრაზებმა მოჭამეს თ-ვისი, მე რომ ახალის დაწერას ვ-ბედავ? შენ! მომავალი უფრო გ-აშინებს, თუ მას მშიშარა თვალებით ხედავ...
საბა დვალი 07.09.2010.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არ მომწონს არა არა. არ მომწონს არა არა.
3. ადრე თუ გვიან? ცეცხლში დენთია, აღარ ანთია ჩემში მაისი,
ეს, მართალია...:) ადრე თუ გვიან? ცეცხლში დენთია, აღარ ანთია ჩემში მაისი,
ეს, მართალია...:)
2. არაა ცუდი +1 არაა ცუდი +1
1. ვაიჰ, მომხიბლა ძალიან :) ვაიჰ, მომხიბლა ძალიან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|