ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2010


*†* შორს *†* (თორნიკე ჭელიძეს)

გათენდა,
მაჩვენე ის რასაც აქამდე
მე რწმენა ვუწოდე.
ღამეთა მძივები
იშლება,
სამაჯურს ვიტოვებ მაჯაზე,
მე მუდამ ღვთის კაცი,
მორწმუნე ვიქნები.

ვიცი, რომ ეს გზები
უფალთან მიმიყვანს,
რომ მოვხსნა ცხოვრებას
შეშლილის თავშალი,
რომ ვგავდე ქუჩაში
გაგდებულ მიკიტანს,
ხელები კი მხოლოდ
ტაძართან გავშალო.

მთავრდება 14
ყველაფერს ავეშვი,
მე უნდა ვილოცო,
სულ მარტო ვიარო.
რომ ქრისტეს ხელები
ჩავჭიდო მკლავებში,

და წავიდეთ ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები