ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2010


გეო-დემო-გრაფია. (ეტიუდი)

  გეო...
  ცხოვრობდნენ, ისევე როგორც სხვანი... ისინი დაბადებამდე სუნთქავდნენ... ქართული ჯიში...
  დემო...
  ვერსია, რომელიც ამართლებს სარეკლამო კამპანიას...
  გეოგრაფია...
  საგანი რომელსაც სკოლაში სწავლობდნენ.
  დემოგრაფია...
  საგანი რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან.
  გაიზარდნენ კომუნიზმის პირობებში. შეუღლდნენ დემოკრაგრაფიულ პირობებში.
  მწიფე-სახელ-გრაფიას სახელმწიფო არ ერქვა.
  შეუღლებამდე, შობამდე და სუნთქვამდე...
  წარსულიდან ქვიცქერენ წინაპართა მრავალი შვილი...
  დღეს ჩემი სკოლა დაიხურა, ის დემო ვერსია ყოფილა.
  ცარიელია კლასები.
  ზარი, რომელიც ჩემი სკოლისა იყო, ვაგონიდან გადმოაგდო დედამ. მას მე ვყავდი პატარა. რკინგზის მეისრე ეჩხუბება, უყვირის: - გადადი ლიანდაგებიდანო!
  არ ესმის...
  გუგუნებს ელმავალი.
  ამაოდ ველოდი მას სახლში.
  მამას „უმწიფარ-სახელ-გრაფიაში“ ამცნეს დედის დაღუპვის ამბავი.

  გზის პირზე, მომავალს, ხელგაშლილობით, გეო-დემო-გრაფია უმასპინძლებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები