ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2011


გიჟი

მოდიხარ, შეკრულ ხელებს, რომ მიხსნი,
ეზოში ჩაგყავარ და ვსეირნობთ,
სკამებთან უძრავად არის ხე,
შეწყვიტა ყველაფერმა ზეიმი,
რადგან მეც უძრავი ხესავით,
სახე მაქვს და აღარ ვიღიმი,
ახლა ჩემი სახლი ეს არის,
ახლა გიჟის ყველა თვისებით
მმოსავენ და თეთრი ხალათი
მაკავებს, მბოჭავს და უძლური
ვიყვირებ "ფუ ერთი ამათი",
ჭრილიდან ჰორიზონს ვუყურებ.

მოდიხარ, შეკრულ ხელებს გამიხსნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები