ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2010


*** ბედნიერება იქნება, როცა

ბედნიერება იქნება, როცა
სიკვდილი პირველ თოვლივით მოვა -
მოულოდნელად, ჩუმად და უცებ.
მკერდში ჩამიკრავს ვით თოვლი ქუჩას,
რომ გამოსტაცოს ჩემი თავი ამ წუთისოფლის უაზრო ქროლვას...
ბედნიერება იქნება, როცა
სიკვდილი პირველ თოვლივით მოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები