ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2010


ხვალ შენს ქალაქში

(ჩამობურული მინებიდან - ლაზერის სხივი, -
თვალები მტკივა...)
შენი ქალაქის დღეობაა ხვალ და პროგნოზი -
ცვალებადი მოღრუბლულობა.
(გგავს ამინდები ღვინობისთვის)
ჩვენ ვეღარც ღვინით დავთვერით და
ვერც ერთმანეთით,
გზატკეცილებზე გამავალი გრძედიც, განედიც
განასკვა ეშმამ.
ხვალ შენს ქალაქში ზეიმია,
ჩემთან კი თქეში,
ცალკე წვიმის,
ცალკე - ფოთლების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს