 | ავტორი: მაკუნია ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2010 |
კაბარე,გუგუნებს დარბაზი- აშლილი ვნებების ტრიადა, დრომოჭმულ დოგმების სამარე, ძილის წინ, უხამსი შამანი, გასროლა, სულ ბოლო სიტყვა და სამიზნედ, სადაც დგას არავინ,
უდაბნო, მწყურვალი ფიქრები, სიცოცხლე - გამშრალი ქვიშაში, გამხმარი თვალების სიფითრე, სახეს სწვავს უგულოდ სამუნი, ცრუდ აგორებული განგაშით, ვერათვისებული ფსალმუნი,
ოთახი,თენდება სიზმარი, სასთუმლად - დაღლილი სიკვდილი ჩამდგარა, კარებში მცველივით და თითქოს სამსახურს იმორცხვებს, ხურდა ფულებივით მითვლილი, თანდათან თავდება სიცოცხლე..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია რას ერჩით... +22222222222222222222222 კარგია რას ერჩით... +22222222222222222222222
4. მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა
3. ხო,ლალის ვეთანხმები,არეულია... ხო,ლალის ვეთანხმები,არეულია...
1. რამდენად არის აზრობრივად და კომპოზიციურად შეკრული ეს? არ ვიცი რამდენად არის აზრობრივად და კომპოზიციურად შეკრული ეს? არ ვიცი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|