ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

...........

ქალი მარტოობის ისევ მიზეზია,
გრძნობასაცდენილი მელოდიები და
ქალი დამიჯერეთ, ქალიც პოეტია,
თუ მას, მოუსმენ და
ქალი ჰარმონია, ქალი ნოტები და
ქალი პულსის მსგავსი,
ქალი დამიჯერეთ, კაცით პოეტია,
ქალი უშენობის მაინც მიზეზია,
ქალი პაემანზე ჩემი რითმაა და
ქალი ჰარმონია, ქალი ქარივით და
ქარში შოპენია,
ქალი დამიჯერეთ, ქალიც პოეტია,
ქალი ღმერთია და ქალი უღმერთობა,
ქალი ნოტებია, გრძნობასაცდენილი მელოდიები და
ქალი სიყვარულის მარტო  მიზეზია,
ქალი უწინდელი მაგნოლიები და
ქალი არსებობის ერთი მიზეზია,
ქალი დამიჯერეთ, ჩემი სიტყვებიდან
ქალი ღმერთია და ისიც უღმერთობა.


დ.მუხიგულაშვილი

16.10.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს