ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ნოემბერი, 2010


მაქსიმები

********************
ქალები უცნაური და საოცარი არსებები არიან,რომლებიც შობენ უფრო საოცარ არსებებს და დედამიწაზე იმიტომ
მოდიან,რომ გაალამაზონ მიწიერი ცხოვრება...

********************
დრო ყველაფერს დავიწყების ბურუსით ფარავს:
_ადამიანებში ადამიანებს,
სამყაროში ადამიანთა ნამოქმედარს,
დროში_სამყაროებს..

*******************
ის რაც იწყება წერტილით,მთავრდება წერტილით,
არადა სამყაროში ყველაფერი წერტილით იწყება..

********************
ორგაზმი_ეს სულის თავისუფლებაა!
თავისუფალი სული_მარადიული ორგაზმი!

****************
ყველა ადამიანი თავის ხატს თვითონ ქმნის,რომელსაც სულ ეძებს და რომლისთვისაც მუდამ ლოცულობს...


*************
სიკვდილი ზღვის მოქცევას გავს.
ზღვისთვის კი სულერთია რა ხატია ქვიშაზე...
***************
იდეალური ადამიანი არ არსებობს...იდეალური მხოლოდ ჩანაფიქრია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები