ყოველ შემოდგომაზე მეტი და მეტი ტკივილით მენატრება დედა და უსაყვარლესი დეიდაშვილი,ეს ნაწერიც შარშან მათ მივუძღვენი,ახლა მინდა ისევ მოვეფერო,რამდენი ადამიანიც წაიკითხავს,მჯერა იგრძნობენ... გამახსენეთ დედა....სიყვარულით მედეა
-ადექი,ბები? კაია,ქვეყნის საქმეა მოსაგვარებელი,სიდან დევიწყო არ ვიცი-შემომღიმა ბებომ და ჯვალოს ტომრის კიდე მომაჩეჩა ხელში. -გამიწიე,დია,ცოტა სიმინდის კაკალი მომაქ-უსასუქოა...(ბებია ნატურალურ პროდუქტს დიდ პატივს სცემს)ამას ვაჭუმდი ქათმებს და ქე არიენ ბელტებივით.ცოტას დავაფქოვთ ... მორჩილად ჩამოვართვი ტომრის ყური და გულში გამკრა"ამის წისქვილი ჩემი საძებარი გახდება მეთქი." სახლის აივანზე ბიძაჩემი და მისი მეგობარი გამოვიდნენ,წუხელ გვიანობამდე ესიყვარულებოდნენ სოფელს და მათ პატივსაცემად მოსულ მეზობლებს. -დილა მშვიდობისა ქ-ნო ელენე!-გადმოსძახა მეგობარმა ბებიას. -მშვიდობა არ მოგიშალოს ღმერთმა ,მარა რაღა დროს დილაა..ხატულა სახლში დაბრუნდა უკვე.გული თუ უგრძნობს რომ მივდივარ-წაიდუდუნა თავისთვის და ზურგშექცეულმა,კალთის კუთხით ცრემლი მოიწმინდა.გული შემეკუმშა. -ზარმაცი არ გეგონოთ, თქვენმა ღვინომ ჩამაგდო ამ დღეში,გონება ვარაუდით მომყვება.7ლიტრა დავლიეთ ოთხმა კაცმა. -შვიდიც დალიეთ და რვაიც,მარა დაღლილები იყავით. გზამ გაგლახათ თქვენ! ღვინოს ნუ აბრალი, გლახა რომ ყოფილიყო მიეკარებოდით?ქინქლებივით იყავით ჩაცვენილები ჭიქებში.ჩამოით ,ელანძე თითო ლუკმა გადაყლაპეთ,მივიხედ-მოვიხედავ ეზო- ყურეში და გოვუდგეთ გზას. ბებია სამზადში შეცუხცუხდა,ტაბლა კარიდან მომაწოდა.თვითონ შეფიცხებული ჭადი,ყველი,წიწაკის და პომიდვრის მჟავე გამოიძღვანია.უკან შებრუნდა გრაფინით ღვინო და ჭიქები შემოგვამატა.წუხანდელი გადარჩენილი ქათმის ხორციც ჩამოდგა. ჭის წყალზე ხელპირდაბანილი ბიძა და მისი მეგობარი ერთი ჭიქის მირთმევის შემდეგ უკვე ფოკუსგასწორებულები გვიღიმოდნენ.საოცრად მეგემრიელა ნაუცბადევი საუზმე.ხალისს და სევდას ერთიანად ვყავდი მოცული.მოუხაროდა ბებოს ქალაქში-შვილებთან,მაგრამ ისიც ვიცოდი,რარიგ მალე მოიწყენდა და მოინატრულებდა თავის ბუდეს. ....კალათებში კოხტად ჩაწყობილი ხილი,ჭურჭელში ღვინო,უფრო მომცროებში ბადაგი-ბებიასეულად"ტკპილი ფელამუშიზა",თავისივე ხელით გამოხდილი ხილის არაყი-მთელი ზაფხული განუყრელი "კალთა"ეკეთა და ძირს ჩამოყრილ ნაყოფს სასოებით ათავსებდა მასში.შინ დაბრუნებული ჭურში ჩააპირქვავებდა.ასე გროვდებოდა საარყე მასალა-მთელ სოფელში განთქმული.მე კი მის სუნზე სახლიდან გავრბოდი.ზაფხულის,მაგრამ მძაფრი სურნელი ჰქონდა. თხილი და კაკალი,ტკბილი კვერი და ტყლაპი,ჩირი და ჩურჩხელები,სხვადასხვა ზომის ბოთლები-ტყემლით,კვაწარახით,პომიდვრის საწებლით სავსეები. -არაფერს ტოვებ ბებია სახლში?-ჰკითხა ბიძაჩემმა,როცა გასავათებული ჩამოჯდა კიბის კიდეზე.ზიდა და ზიდა სანოვაგე მანქანაში. -ვტიებ,აბა არ ვტიებ?აი უშობელი ნაზიკოს მივაბარე სანახევროდ,მიმიხედავს.ოთხი დედალი მომყავს, თვარა დანარჩენს იგი უპატრონებს. -რას ამბობ, ქალო! სად მაქვს ქათმების ადგილი,ისედაც რიგრიგობით მოგვიწევს სუნთქვა.ახლა მაგათი სკინტი მაყნოსინე და კრიახი მასმენინე გზაში!ეს კოჭლი სადღა მოგყავს? -კვერცხს ქე დობს და სილამაზის კონკურსზე მაგას არავინ გეიყვანს,საცა აგენი,იქაც მაგი,ერთად არიენ გაზრდილები.არ შეგაწუხებენ დია,ჭმულები არიენ და წყალი ქე აქვთ ნასმი,სამაგიეროდ ქალაქში კვერცხი გექნება. თვალწინ დამიდგა დედაჩემის სასოწარკვეთილი სახე ქათმების დანახვაზე,ვიცოდი ხმას არ ამოიღებდა- უდიდეს პატივს ცემდა დედამთილს. -უიმე კარალიოკი,კარალიოკი ჩამოკრიფეთ ნენა! -აღარაა ადგილი,არ გესმის ადამიანო?-გაცხარდა ბიძაჩემი -კაი ახლა,ნუ იცი გაჯიუტება.ორი კარალიოკი ერთ კვერცხს უდრის,ოთხი კიდო-ერთ ქათამს-გაანათლა ბებომ ბიძაჩემი. -მერე რას აქოთებიებ აქაურობას ამ ქათმებს,გაუშვი კარალიოკი,სუფთაცაა და სარგებლიანიც-იხუმრა ბიძაჩემმა. -ნუ წაგიგრძელებია ენა,კარქათ მიირთმევდი გუშღამ კეციაზე შემწვარს!აწი რომ ჩამოხვალ-დაგიკლავ კარალიოკს!-დაპირდა ბებია. .....საოცარი სითბო,სიყვარული და სინაზე იგრძნობოდა ბებოს სიფიცხეში.თვალის კუთხეებში გაწოლილი ნაოჭებიდან ალერსი იცქირებოდა.ერთხელ კიდევ შემოუარა ეზო-გარემოს,ხეებს დამჭკნარი ხელები,სახლს სევდიანი მზერა შეავლო,ჭიშკარი გამოუგდო და დარჩა სოფელში გული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. დილით ეს. :)) მოკლედ, ახლა ივაჟკაცეთ გურულების ყოფილო აღნებო და დღეში სამჯერ ქე რომ მე რომ გამიხარდება იმნაირი პროზა მქონდეს აქ, საიტზე, თუ გინდათ რომ მოწყენილობისაგან სიკტილს გადამარჩინოთ :))))
მეედ. :* :* დილით ეს. :)) მოკლედ, ახლა ივაჟკაცეთ გურულების ყოფილო აღნებო და დღეში სამჯერ ქე რომ მე რომ გამიხარდება იმნაირი პროზა მქონდეს აქ, საიტზე, თუ გინდათ რომ მოწყენილობისაგან სიკტილს გადამარჩინოთ :))))
მეედ. :* :*
32. მეც შენი "მიროვოი" ბებიასავით დამრჩა გული შენს მოთხრობაში... გურულებივით სხარტი ენით, მოსწრებული იუმორით და სითბოთი სავსე იყო... ბებია ქე წეიყვანე ქალაქში ცავ, მარა, მე რომ დავრჩი შენს კედელ-ყურეში... მეც შენი "მიროვოი" ბებიასავით დამრჩა გული შენს მოთხრობაში... გურულებივით სხარტი ენით, მოსწრებული იუმორით და სითბოთი სავსე იყო... ბებია ქე წეიყვანე ქალაქში ცავ, მარა, მე რომ დავრჩი შენს კედელ-ყურეში...
31. უსიტყვოდ+++++ უსიტყვოდ+++++
30. ბებოოო :) ყველაზე ყველაზე ყველაზეეე ტკბილი არსება მთელ სამყაროში :) დედა სხვაა...ლამაზი, საამაყო, მშვიდი...მაგრამ ბებია სულ სხვა - საშინლად მზრუნველი, აიი სააშიინლადდდ :) ორივე ბებია მყავს, არა ორი კი არა ყველას ბებია ჩემი მინდა იყოსსს :) 555555 ბებოოო :) ყველაზე ყველაზე ყველაზეეე ტკბილი არსება მთელ სამყაროში :) დედა სხვაა...ლამაზი, საამაყო, მშვიდი...მაგრამ ბებია სულ სხვა - საშინლად მზრუნველი, აიი სააშიინლადდდ :) ორივე ბებია მყავს, არა ორი კი არა ყველას ბებია ჩემი მინდა იყოსსს :) 555555
29. საოცრად დამასევდიანა :( ამავე დროს გამათბო! :-* მიყვარს ეს კილო :) ჩემი ბებიის ხმა ჩამესმოდა თითქოს ამას რომ ვკითხულობდი... 5! :) საოცრად დამასევდიანა :( ამავე დროს გამათბო! :-* მიყვარს ეს კილო :) ჩემი ბებიის ხმა ჩამესმოდა თითქოს ამას რომ ვკითხულობდი... 5! :)
28. დიდი სითბოთი და სიყვარულითაა გადმოცემული :) ნოდარ დუმბაძე გამახსენდა :)
დიდი სითბოთი და სიყვარულითაა გადმოცემული :) ნოდარ დუმბაძე გამახსენდა :)
27. იუმორით და სევდითაა სავსე, გული მეტკინა, გაქალაქებული სოფლელების სტუმრობისა და მოხუცების ამარა დარჩენილი სოფლის გამო.
+55555 იუმორით და სევდითაა სავსე, გული მეტკინა, გაქალაქებული სოფლელების სტუმრობისა და მოხუცების ამარა დარჩენილი სოფლის გამო.
+55555
26. გულიანი მედეა! მოგიკითხე თბილო ადამიანო. +2 გულიანი მედეა! მოგიკითხე თბილო ადამიანო. +2
25. მედიი! როგორც იქნა... ეხლა რა ვიფიქრე იცი? მე მგონის შენზე სიცხეები მოქმედებს ცუდად და რომ გცხელა თბილ ნაწერებს ვეღარ წერ,ამიტომ არაფერს წერ...ხოდა ეხლა შეგცივდა ალბათ,შალმოხვეული ზიხარ მაგიდასთან და ფიქრობ სითბოზე და თბები... თბები შენ და გვათბობ ჩვენც შენი ფიქრებითა და კალმით;)+777 შენ მედიი! როგორც იქნა... ეხლა რა ვიფიქრე იცი? მე მგონის შენზე სიცხეები მოქმედებს ცუდად და რომ გცხელა თბილ ნაწერებს ვეღარ წერ,ამიტომ არაფერს წერ...ხოდა ეხლა შეგცივდა ალბათ,შალმოხვეული ზიხარ მაგიდასთან და ფიქრობ სითბოზე და თბები... თბები შენ და გვათბობ ჩვენც შენი ფიქრებითა და კალმით;)+777 შენ
24. გენაცვალე, როგორ გავიხარე ახლა... გენაცვალე, როგორ გავიხარე ახლა...
23. თბილო. ჩაგეხუტე... თბილო. ჩაგეხუტე...
22. ვა გენაცვალე შენ:-*:-* ვა გენაცვალე შენ:-*:-*
21. კისერზეწითელხალიანიტყუპსცალიძმა! მომაგჯა ენა-რამ დაგაწერინა?:) კისერზეწითელხალიანიტყუპსცალიძმა! მომაგჯა ენა-რამ დაგაწერინა?:)
20. ჩემი მოწონება მედეა შენს პატარა და თბილ მოგონებას!!! გაიხარე შენა!!! ჩემი მოწონება მედეა შენს პატარა და თბილ მოგონებას!!! გაიხარე შენა!!!
19. ამ კომენტარების მერე, მე ჩემი კისერზეწითელხალიანიტყუპსცალიძმა მომენატრა! სადა ხარ, ხალიანოოოოოოოოოოოოოო.... :( ამ კომენტარების მერე, მე ჩემი კისერზეწითელხალიანიტყუპსცალიძმა მომენატრა! სადა ხარ, ხალიანოოოოოოოოოოოოოო.... :(
18. მეც ეს უნდა მეთქვა ყველა ბებია როგორ გავს ერთმანეთს მეთქი...:) ჰარის კომენტარი მერე წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავწრმუნდი რომ ასეა...5 მეც ეს უნდა მეთქვა ყველა ბებია როგორ გავს ერთმანეთს მეთქი...:) ჰარის კომენტარი მერე წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავწრმუნდი რომ ასეა...5
17. მომწონს... სოფელი მომანატრე... მომწონს... სოფელი მომანატრე...
16. :( ახლა მოვიწყინე... გავთბი... არა,ოცი წელი ბევრია....არც მასეთი წიწკვი ვარ! :( ახლა მოვიწყინე... გავთბი... არა,ოცი წელი ბევრია....არც მასეთი წიწკვი ვარ!
15. ხდება მაგფერიც, ადრე გამოვზვერი მე აღარ მახსოვს Eრტი 20 წელით , მარა მაინც და ხარ:) და მაინც ტყუპი:) ხდება მაგფერიც, ადრე გამოვზვერი მე აღარ მახსოვს Eრტი 20 წელით , მარა მაინც და ხარ:) და მაინც ტყუპი:)
14. რავა დამაბერე?:( :) ნენააა გლახათ ვარ! ჰარალეც ასთე ლაპარიკობს და ,ისე სადაა ამ გახსენებაზე? რავა დამაბერე?:( :) ნენააა გლახათ ვარ! ჰარალეც ასთე ლაპარიკობს და ,ისე სადაა ამ გახსენებაზე?
13. კილო აქეთური.
ქეა იმნაირი ქერო უნა იყვეს.
55555 :)
დედა დავხატე... --------- ძალიან დიდია... კილო აქეთური.
ქეა იმნაირი ქერო უნა იყვეს.
55555 :)
დედა დავხატე... --------- ძალიან დიდია...
12. უბრალო და-ძმაი არ ვიქნებით ნენა ჩვენ:) ტყუპებივით ვბჟუტურებთ ცავ:) უბრალო და-ძმაი არ ვიქნებით ნენა ჩვენ:) ტყუპებივით ვბჟუტურებთ ცავ:)
11. არც მე მყავდა თამრი ასეთი ბებია- დედა დავხატე...:(
ჰაი კი არადა ჰარი ისე ჰაი და გამარჯობა რავა ამრიე,და დამაბნიე, ბარემღაც ქე მინდა ძმაი და შენნაირი გადცემა:ჟდი მენია -"ში მგონია ტავი მგონია ახლა ამ გვერდზე
ნენააა პოჩერკიც კი და პოჩერკი კიარა,კლავიატურაც ერთნაირი პომსპარი რომ გვაქვენ!!!! ა,კიდო! ძმაო!! არც მე მყავდა თამრი ასეთი ბებია- დედა დავხატე...:(
ჰაი კი არადა ჰარი ისე ჰაი და გამარჯობა რავა ამრიე,და დამაბნიე, ბარემღაც ქე მინდა ძმაი და შენნაირი გადცემა:ჟდი მენია -"ში მგონია ტავი მგონია ახლა ამ გვერდზე
ნენააა პოჩერკიც კი და პოჩერკი კიარა,კლავიატურაც ერთნაირი პომსპარი რომ გვაქვენ!!!! ა,კიდო! ძმაო!!
10. ცავ!!!!!!!!!!!!!!!!!!! ნენა, დაი ხარ ჩემი თუ? ცავ!!!!!!!!!!!!!!!!!!! ნენა, დაი ხარ ჩემი თუ?
9. მე არ მყავდა ასეთი ბებია! ბებიაჩემი - პირველი გიმნაზისტკა იყო... ის რომ გაივლიდა სოლოლაკში, ხეზე ფოთლები წყვეტდნენ შრიალს, - ნინო მოდისო... სამაგიეროდ, ზუსტად მასეთი ეთერი ბებია გვყავდა ვაკიჯვარში... ორივე მომენატრა ახლა! :((( მე არ მყავდა ასეთი ბებია! ბებიაჩემი - პირველი გიმნაზისტკა იყო... ის რომ გაივლიდა სოლოლაკში, ხეზე ფოთლები წყვეტდნენ შრიალს, - ნინო მოდისო... სამაგიეროდ, ზუსტად მასეთი ეთერი ბებია გვყავდა ვაკიჯვარში... ორივე მომენატრა ახლა! :(((
8. თბილი, კოლორიტული, ნაცნობი...გმადლობთ, ავტორო! ბევრის ბებია დახატეთ და თბილი სევდა მოგვიტანეთ! თბილი, კოლორიტული, ნაცნობი...გმადლობთ, ავტორო! ბევრის ბებია დახატეთ და თბილი სევდა მოგვიტანეთ!
7. უიმე ,კეფაზე ხალი ხვარ გაქვს? არ დამიფსო თვალები....და ფეხზე 6 თითი?:) უიმე ,კეფაზე ხალი ხვარ გაქვს? არ დამიფსო თვალები....და ფეხზე 6 თითი?:)
6. მაი ჩემი ბებია ,ცავ:) კუდბუქტუნა 5-ინაი შენ:) მაი ჩემი ბებია ,ცავ:) კუდბუქტუნა 5-ინაი შენ:)
5. ოჰ, ბებია მყავს ისეთი, მთიული ქალი, მთელს საგვარეულოს აფუცხუნებს :)) სამაგიეროდ დიდედა მყავდა უსაყვარლესი, ზუსტად ასე მეგონა მეც, გული დატოვა სოფელში თქო, რომ წამოვიყვანეთ და ვეღარც დაბრუნდა სამწუხაროდ :( გამახსენა ახლა და მომანატრა ამ ნაწერმა.. მოგიკითხე მედ. ოჰ, ბებია მყავს ისეთი, მთიული ქალი, მთელს საგვარეულოს აფუცხუნებს :)) სამაგიეროდ დიდედა მყავდა უსაყვარლესი, ზუსტად ასე მეგონა მეც, გული დატოვა სოფელში თქო, რომ წამოვიყვანეთ და ვეღარც დაბრუნდა სამწუხაროდ :( გამახსენა ახლა და მომანატრა ამ ნაწერმა.. მოგიკითხე მედ.
3. ზუსტად ასეთ ბებიას ველაპარაკე ნახევარი საათის წინ.
და რა ბედნიერებაა რომ მყავდა ასეთი ბებია ..ანუ იყოჩემთან ჩემს ბავშვობაში
გაიხარე,მედ.
ზუსტად ასეთ ბებიას ველაპარაკე ნახევარი საათის წინ.
და რა ბედნიერებაა რომ მყავდა ასეთი ბებია ..ანუ იყოჩემთან ჩემს ბავშვობაში
გაიხარე,მედ.
2. მედი !!! რა ნაზ-სევდიანი მოგონებაა?! თან როგორი საოცარი იუმორით შეზავებულიი?! მომწოონს!!! ძალიან მომწონს!!! :X მედი !!! რა ნაზ-სევდიანი მოგონებაა?! თან როგორი საოცარი იუმორით შეზავებულიი?! მომწოონს!!! ძალიან მომწონს!!! :X
1. გასვლას ვაპირებდი, შენი სახელი რომ ამოვიკითხე. საოცარი სითბოთი ამავსე. მესათუთა ძალიან. უფალმა გაგახაროს! +555 გასვლას ვაპირებდი, შენი სახელი რომ ამოვიკითხე. საოცარი სითბოთი ამავსე. მესათუთა ძალიან. უფალმა გაგახაროს! +555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|