ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეღურა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ნოემბერი, 2010


ლაშა (ასი სიტყვა)

ლაშა

დილა. თბილისი, მეტრო. ჯერ კიდევ მძინავს და სიზმრებზე ვფიქრობ. გადასასვლელი მეორე ხაზზე... მესმის ყრუდ და ხალხის ნაკადს მივყვები. გვირაბი სავსეა უპოვრებით (გინდაც მათხოვრებით, როგორც ჩვენთან ეძახიან) ზოგი მოხუცია, ზოგი ინვალიდი. ყველას თავისი ისტორია აქვს, მეტნაკლებად გამოსაცნობი. მე თვალებით ლაშას ვეძებ, ყოველთვის კიბის თავთან დგას, მარცხნივ, ჩუმად. არც მღერის და არც ხატი უჭირავს. დგას წელში გამართული და ღრმა თვალებით იყურება... ჰო, ლაშას მუდამ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, მაგრამ ამავე დროს სუფთა. ხურდა უკვე გამზადებული მაქვს და მარჯვენა ხელში ვათამაშებ, სადაცაა გადაჭრილ ბოთლში უნდა ჩავუგდო... გულის სიღრმეში მჯერა, რომ ფულზე მეტად მეგობარი სჭირდება. ვჩერდები რამდენიმე წამით. ესე ყოველდღე. ნეტა რა ჰქვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები