ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2010


აქედან ცამდე

აქედან ცამდე
ან ცის იქით
ღრუბლის ქვემეხებს..
ვისვრი და ვკიდებ
კიდით კიდე
კიდით კიდემდე..
აქედან ცამდე
ცის შუაგულს
გამოვეკიდე
და დავიკიდე ყველა განცდა
ვით ფიქრს ვითმენდე..
აქედან ცამდე,
ცის გადაღმა
მზისფერი ფსკერით.
მოვხატე ცა და
მოვხატე სითბო
მოვხატე ჩვენი
სიყვარული
მაგ თვალის ფერით,
შენი თვალების
სიგიჟედ დაღვრილ
სითბოს ხელა
ცისფერ ალებად..
მე მოვიარე ყველა ქუჩა
სულ ყველა სკვერი,
შენ უარყავი
ყველა ქალი.
დარჩნენ ქალებად..
დამექანება
და მე ქანება
მე ქანება
მე და ქანებმა
ვიერთ მიწეთ
ვი დედა მიწედ..
და დახვალ ახლა ჩვენზე ღიმით
ზოგჯერ პირიქით..
და ცის კიდიდან ჩემს კიდემდე
მანძილებს ზომავ,
ზოგჯერ ითვლი,
ზოგჯერ ვინ იცის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები