ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2010


მარადისობის კანონი I

განუზომელი, სიბრძნე სად არის!?
თავად შედეგი გვიამბობს სათქმელს,
მწარე სიმართლეს თუ განერიდე,
სხვა შენს მაგივრად, მას ვერვინ ვერ ამხელს.

უჭკუო კაცი ქვეყნად ბევრია,
თუმც უტვინობას, არვინ უჩივის,
უდარდელობამ დარდი სად იცის,
და უგონობა მას ვერ დასცინის.

მხოლოდ სიცოცხლე შობს ახალ ნაყოფს,
და უმისობა არაფერი ღირს,
გონი აზრია, აზრი ცხოვრება,
და მის წინაშე, ყველა თავს იხრის.

დრომ თვის დრო იცის და ჩვენს სურვილებს,
იგი არა სცნობს არსად, არასგზით,
უნდა იცოხვრო სრული ცხოვრებით,
და არ აივსო ბნელი მარაზმით.

ტვინი ყველას აქვს, ქალსაც და კაცსაც,
ოღონდ იყენებს ავად ან კარგად,
გონება ბრძანებს, ტანი ასრულებს,
და შავ-ბნელ ფიქრებს ბევრი ვერ ლაგმავს.

თავად სიკეთე არასდროს კვდება,
წყარო ტევების და სათნოების,
იმედი მარად თანამგზავრია,
რეალობის და ამაოების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები