ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2010


ჩემი ნოემბრის მიღმა

ჩემი ნოემბრის მიღმა,
ვერმონელებულ განცდით,
იდგა ნაყოფი ცოდვის,
ვერ მოვლენილი ბავშვი..
არ დაბადება მისი
ტკივილებს ისეთს მგვრიდა,
თავი ვიქციე კერპად.
უსასოობის მიღმა
დავრჩი და მერე თითქოს
წვიმა ატანდა ძვლამდე,
დავრჩი და მქონდა განცდა,
მეგონა გულთან გამჭრეს...
არდაბადებულ შვილის
ვერშემდგარ დედას ვგავდი.
წვიმა კი, ოჰ, ეს წვიმა,
ვერ დავიტიე თვალში...
მომინდა, ძვლებში დაშლა
თავის და მერე ისევ,
წელში გავსწორდი თითქოს,
გულსაც მომეშვა მყისვე,
რომ გავახილე თვალი
და მუცლის მიღმა
ვიგრძენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები