ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დადო
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2008


***

გარდაცვალების ჟამი დამდგარა,
მას კი სიცოცხლე მარადისს სურდა.
სევდით დამთვრალი, განთიადისას,
სული უსულდ ცაში გაცურდა.

თვალი შეავლო ანგელოზთ კრებას,
დაემშვიდობა შემდეგ ვარსკვლავებს,
გული სწყდება, რომ ვეღარ იხილავს,
ერთგულ მეგობარს, იდუმალ მთვარეს.

შემდეგ შეჩერდა, წამით ჩაფიქრდა,
თითქოს ვერ თმობდა მიწიერ სხეულს,
თითქოს ვერ თმობდა სევდიან წარსულ,
ვერ ელეოდა ლექსებს მთვარეულს.

და დაინახა თვალები ქალის,
ქალის რომელიც ასე ხიბლავდა.
ნაცნობი იყო მზერა უცნობის,
თუმც ვერ გაეგო ასე ვის ჰგავდა.

გადაიარა პატარა ეზოც,
ნახა ბავშვობა და დედის სახეც,
ნახა წარსული ნაიარევი,
ნახა ღრუბლები, სევდიანი მზეც.

სადღაც გარბოდა და ქუჩის ბოლოს
მშიერ მუსიკოსს დაუგდო ხურდა.
სევდით დამთვრალი, განთიადისას,
სული უსულოდ ცაში გაცურდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები