ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


ზაფხულის თოვა

წუხელ მკვდარივით ჩამძინებია
გამოვეთიშე თურმე ცხოვრებას,
უცებ მოსულა ურჩი სიკვდილი
ჩუმად მივდევდი ღამის ოცნებას.

წუხელ ქვეყანა ჩამონგრეულა
მიწას ერთხმოდნენ თურმე სოფლები,
გამეფებულა ღამით სიკვდილი
მიმოყრილიყო ირგვლივ მძორები.

წუხელ ყველაფერს ანგრევდა ქარი
ზღვა აწყდებოდა თურმე ნაპირებს
წვიმა კი ციდან გადმოვარდნილი
მოგზაურისას შლიდა ნაბიჯებს.

წუხელ ქვეყანა ჩამონგრეულა
ქვები დახეთქა თურმე ტკივილმა
მაგრამ ჩემამდე ვეღარ მოვიდა,
ვერ მოაღწია ხალხის ჩივილმა.

წუხელ ებრძოდნენ თვით სილამაზეს
და იგი ჩემთან გამოქცეულა
ჩემს სარეცელთან სიზმრები იდგნენ
ღამით სანთლები წამონთებულა

წუხელ კაშკაშა მზე დამესიზმრა
და ყვავილებით მორთული ველი
მწვანეში იყო ჩაფლული არე
ხავსს დაეფარა ტაძარი ძველი

წუხელ მთის ფერდზე ჯიხვებიც ვნახე
ირმის ნახტომიც დამსიზმრებია
ყურძნით შემკული ვაზიც კი იყო,
მიწას რომ ახლად ასცილებია.

წუხელ ზაფხული ვნახე სიზმარში
თითქოს ერთი დღე გაცოცხლდა ღამით
მაგრამ ფიფქები ცვიოდა ციდან
მეც დავიჯერე ეს წუთი წამით...

იცით რა იყო? რა სილამაზე
მისი აღწერა არ ძალუძს ენას
და ალბათ აღქმაც არ შეუძლია
ადამიანის უსუსურ სმენას.

სიმწვანე იყო... და იყო თეთრიც
მზე ანათებდა თოვლიან ცაზე
და დუმფარები გადაშლილიყო
თეთრით დაფარულ, გაყინულ ტბაზე.

წუხელ ინი და იანი ვნახე
ნათლად ვხედავდი ბუნების სახეს,
მაგრამ ოდესმე ყვავილიც ჭკნება
ბოლო აქვს ყველა ოცნების ღამეს.

წუხელ ქვეყანა ჩამონგრეულა
ზეცას სწვდებოდა ჩაგრულთა გლოვა
წუხელ მკვდარივით ჩამძინებია
და დამესიზმრა ზაფხულის თოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები