 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2011 |
"აიღე ჩემი ძვლები, შეაწყვე ბუხარში, ავარდება ცაში კვამლი - სული." /შენეული/
ცუდად იწვის ნედლი ძვლები, თორნიკე, შიშინით... სტვენით... ან ბუხარი უნდა ენთოს კარგად, პატარა მზეებით გულისგულში, ან წარა-მარა უნდა ამატო ცრემლი და სისხლი - ნავთივით...
მოახურე თავშალი დედას, თორნიკე, ცივა თბილისში, სასაფლაოზე - უფრო!.. და ნუ გადახდი საფლავს თოვლს, საბანია თოვლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|