ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუნიორ_ა13
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


ცხოვრების აკორდი

ვიღაცა გიტარის სიმს ანდობს თავის ფიქრს,
ვიღაც კი მარტოა ქუჩაში და თან წვიმს,
ვიღაცის ფეხის ხმა შენში ამერია,
შენი მოლოდინი ღამენათევია.
ვიღაცის აკორდი სულში ჩამწვდომია,
ვიღაცის დუმილი კვლავ ბევრის მთქმელია,
შენს ხმაზე ნამღერი ყველა მელოდია
ჩემს სულში ფაქიზად თავზე დამდგომია.
ვიღაცის გაოცების მიზეზი უცნობია,
ვიღაცა ვიღაცის სიყვარულს შეელია,
ჩემს გულში შენს სახეს რაღაც შეერია,
აკორდს ვიღებ და სიჩუმე სულერთია.
ცხოვრებას ვიქცევ და გული მწუხარეა,
შენზე ლექსებს ვწერ და ძლიერ მიხარია,
ვიღაცის ნათქვამზე სევდა მომერია,
გული უშენოდ ძგერს რაღად მიცხოვრია.
მოდი, ვიმღეროთ რაღაცაზე უმისამართოდ
სიმებს ჩამოვკრათ აგრესია, ფარული ჟინი,
ცივ სამარეში გასვენებას, რაღად ვნატრულობთ.
უბრალოდ გვინდა ცოტა ხანი დაგვცალდეს რიტმი.
მოდი, ვიმღეროთ ან ვუმღეროთ თუნდაც სატანას,
მაგრამ აკორდებს ვერ ვპოულობ უკვე შესაფერს,
მე მხოლოდ მიყვარს ამ ცხოვრების ყოველი წუთი,
და ვითხოვ, ღმერთო შენ მაჩუქე სიცოცხლე დიდი!
დავუკრათ ისევ არ შევიტყოთ დაღლა თითების,
შენს მელოდია ძლიერ უხდება რიტმი სიცოცხლის,
ცხოვრების ბოლოს მე ავიღებ შენს ყველა აკორდს
და მინდა მოვკვდე იქვე შენთან ან შორიახლოს.
და მაპატიეთ ჩუმი ირონია,
როდესაც თვალებზე ცრემლი მოგსდგომია,
და მომიტევეთ ყველა შეცოდება
მე მგონი ამ ქვეყნად შენთვის მიცხოვრია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები