ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუნიორ_ა13
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2011


მე შევედრები

მე შევედრები სალვადორ დალის,
სურეალიზმში ვიპოვი ადგილს.
მე შევედრები გალაკტიონს რითმების თქმაში,
იქვე საღამოს თავს მოვიკლავ, როგორც ეს მაშინ.
მე კარს შევაღებ ფიროსმანის ღარიბულ სახლში
კიბის ქვეშ მიყვარს მე გათევა უძილო ღამის.
მე შევედრები და ვინჩს ნიჭს, დავხატავ ფანქრით,
მე შევედრები ჯოკონდაზე დახატულს მალვით.
მე შევედრები დათენებულ ღამეებს ზღაპრით,
ვაჟას ლექსებში გავიღვიძებ უთუოდ მთაში.
მე შევედრები სონეტებსაც უზომო კრძალვით,
როცა შექსპირი რომეოს და ჯულიეტას როლებზე დაქრის.
მე შევედრები ილიას და აკაკის. რაში?
მე ხომ სამშობლი შემიყვარდა უზომო ძალით.
მე შევედრები მოდელიანს ღარიბს და ჭკვიანს,
მე ვეფერები მის ნახატებს, მე ყველა მიყვარს.
მე შევედრები შერლოკ ჰოლმსის ამოხსნილ ამბებს,
მე შევედრები აინშტაინს ცხოვრების გზაზე,
მე შევედრები ზამთრის სუსხში გახვეულ ბავშვებს.
მე შევედრები პოეზიას და ვაღებ კარებს
მე დავწერ ლექსებს. ძალიან ბევრს არ ვიცი რამდენს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები