 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2011 |
ჩემი სახლის მიღმა, ჩემი სარკმლის მიღმა, ჩემი ბაღის მიღმა, ქარიშხალი სახლობს. ქარი სახლებს ნიღბავს, ქარი ბაღებს ნიღბავს, ქარი სარკმლებს ნიღბავს, რომ შემიცნოს ახლოს.
რომ შეიცნოს სახლი, რომ შეიგრძნოს სახლი, რომ შეეხოს სახლებს, კედლებს მჯიღებს ახლის, სარკმლებს ფოთლებს აყრის, მთვარეს უსევს ძაღლებს.
რომ შეიცნოს ჟამი, რომ შეიგრძნოს წამი, რომ შეეხოს სივრცეს, მგლებს ახელებს ღამით და ყმუილის შხამით ვერცხლის ბარძიმს მივსებს.
ჩაგვცემს შიშის ლახვარს, მერე ასტეხს ხარხარს, შინ შეგვრეკავს ბოლოს, უღალატო ლაშქარს, მოჟივჟივე ლაშქარს, ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. რომ შეიცნოს ჟამი, რომ შეიგრძნოს წამი, რომ შეეხოს სივრცეს, მგლებს ახელებს ღამით და ყმუილის შხამით ვერცხლის ბარძიმს მივსებს. რომ შეიცნოს ჟამი, რომ შეიგრძნოს წამი, რომ შეეხოს სივრცეს, მგლებს ახელებს ღამით და ყმუილის შხამით ვერცხლის ბარძიმს მივსებს.
21. ჩემი სახლის მიღმა, ჩემი სარკმლის მიღმა, ჩემი ბაღის მიღმა, ქარიშხალი სახლობს. ქარი სახლებს ნიღბავს, ქარი ბაღებს ნიღბავს, ქარი სარკმლებს ნიღბავს, რომ შემიცნოს ახლოს. ჩემი სახლის მიღმა, ჩემი სარკმლის მიღმა, ჩემი ბაღის მიღმა, ქარიშხალი სახლობს. ქარი სახლებს ნიღბავს, ქარი ბაღებს ნიღბავს, ქარი სარკმლებს ნიღბავს, რომ შემიცნოს ახლოს.
20. madla, vnaxav madla, vnaxav
19. მოგიკითხეთ :) თქვენი სურათი მაქვს ლექსების გამოფენაზე გადაღებული და ფორუმზე დევს, თუ გნებავთ :) +5 ლექსს. მოგიკითხეთ :) თქვენი სურათი მაქვს ლექსების გამოფენაზე გადაღებული და ფორუმზე დევს, თუ გნებავთ :) +5 ლექსს.
17. მომეწონა , კარგია ძალიან++ :) მომეწონა , კარგია ძალიან++ :)
16. არაფერს არკუს! ყველას რომ ესმის და მოსწონს ისეთ ლექსებს ნამდვილად არ ვწერ, გული არ დაგწყდეს ურაკზე ბევრი წერს შენს მოსაწუონ ლექსებს და გასართობი გექნება... არაფერს არკუს! ყველას რომ ესმის და მოსწონს ისეთ ლექსებს ნამდვილად არ ვწერ, გული არ დაგწყდეს ურაკზე ბევრი წერს შენს მოსაწუონ ლექსებს და გასართობი გექნება...
15. მართლაც განსხვავებული რიტმი. განსხვავებული ხედვა :) მართლაც განსხვავებული რიტმი. განსხვავებული ხედვა :)
14. ვერა ვერ მომეწონა უკაცრავად :( ვერა ვერ მომეწონა უკაცრავად :(
12. მომიტევებია! იმედი მაქვს გაიზრდები, როგორც მკითხველი და ოდესმე იგრძნობ ნამდვილ პოეზიას... ისე აპათია და მაპატიე კარგი რითმაა! მომიტევებია! იმედი მაქვს გაიზრდები, როგორც მკითხველი და ოდესმე იგრძნობ ნამდვილ პოეზიას... ისე აპათია და მაპატიე კარგი რითმაა!
11. ძალიან,ძალიან ლამაზია +2 ძალიან,ძალიან ლამაზია +2
10. მომიტევეთ,არ მომეწონა მომიტევეთ,არ მომეწონა
9. გაიხარე მიშა გაიხარე მიშა
8. ...ცხოვრებისა და შემოქმედების ქარი-ქარიშხალი, რომლითაც სავსეა პოეტი სული! მაგარი, მელოდიური და ვერსიფიკაციულად გამორჩეული ლექსია! ჩემი მოწონება აქ და 55555-ები! ...ცხოვრებისა და შემოქმედების ქარი-ქარიშხალი, რომლითაც სავსეა პოეტი სული! მაგარი, მელოდიური და ვერსიფიკაციულად გამორჩეული ლექსია! ჩემი მოწონება აქ და 55555-ები!
7. მადლობა ოთარ, რახან შენ საინტერესოდ ჩატვალე, ესეიგი მართლა კარგი ყოფილა... მადლობა ოთარ, რახან შენ საინტერესოდ ჩატვალე, ესეიგი მართლა კარგი ყოფილა...
6. საინტერესოა. საინტერესოა.
4. განსხვავებული რიტმი..... ქარის ასოციაცია მომიტანა..... და შემცივნებული ბეღურების.... განსხვავებული რიტმი..... ქარის ასოციაცია მომიტანა..... და შემცივნებული ბეღურების....
3. ნადირი, ველური, ჩემი ნიკი, მოკლედ "სასტავი" ვართ "საკაიფო" :) ლექსმა რაღაცნაერი გრძნობა მომგვარა ღიმილი სიცილში გადამეზარდა ჩანაფიქრმა კი ფრიად აღმაფრთოვანა ამაფრთიანა! რედ ბულივით ლექსია :) ჩემი მაქსიმუმი შენ :) ;) ;;) ნადირი, ველური, ჩემი ნიკი, მოკლედ "სასტავი" ვართ "საკაიფო" :) ლექსმა რაღაცნაერი გრძნობა მომგვარა ღიმილი სიცილში გადამეზარდა ჩანაფიქრმა კი ფრიად აღმაფრთოვანა ამაფრთიანა! რედ ბულივით ლექსია :) ჩემი მაქსიმუმი შენ :) ;) ;;)
2. ძალიან მომეწონა ლექსი, მაგრამ ესეთი იუმორისტული ნიკი რატომ? :) ძალიან მომეწონა ლექსი, მაგრამ ესეთი იუმორისტული ნიკი რატომ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|