ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მალიმალი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2011


ჩამკიდე ხელი

ისევ ფეთქდება ემოცია,ჩემში უსაზღვრო.
თითებზე ვითვლი გონებიდან გაჟონილ ბგერებს.
კვლავ ვბედავ ფრენას,უხილავი ფრთებით,უსახო
და სიბნელეში ხარბად ვურევ მხიარულ ფერებს.
ჩამკიდე ხელი,სანამ შეგწევს ძალა,მიშველო,
სანამ სიგიჟემ გამიტაცა სამყაროს მიღმა.
შენ შეგიძლია გააშიშვლო ჩემში სიკეთე
და მოგონება ამიკინძო სევდიან წიგნად.
ჩამკიდე ხელი,ერთად გავცდეთ ამ ხილულ საზღვრებს,
მზის ყველა სხივი დავაფრქვიოთ გვირილებს ციდან.
შენ შეგიძლია უმკურნალო ამ ჩემს სიგიჟეს,
ზურგს ნუ შემაქცევ გევედრები,შენს გვერდით მინდა.
ვიცი არ შეგრჩა მოთმინების არცერთი წვეთი,
ვიცი იფიქრებ,დროის კარგვა ჩემთვის არ ღირდა.
გთხოვ გაამუქე ეს სითეთრე მუქი ფერებით,
ეს მარტოობა, ვგრძნობ, მაგიჟებს თითქოს თავიდან.
წვეთებად ჟონავს სხეულიდან უფერო სისხლი,
ტყუილად ვუცდი ემოციას, აღარ მაქვს ძალა.
ისევ ფეთქდება სინანული,უსაზღვრო, ჩემში,
და ყველაფერზე მეტად ვნატრობ,აქ იყო ახლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები