ტანზე შემოიხევს, თებერვალში ჩაცმულ პალტოს მარტში კვირტი ალუბლის, სუნთქვაგახშირებულ და გულაჩქარებულამოვარდნაზე მყოფს გამიტაცებს ფიქრში ხვევნის სურვილს აყოლილ ქალს, უმწიკვლობის ნიღაბზე დარდი, ქალაქის ცივი, ხმაურა ქუჩა, შემოწუწული თოვლჭყაპი ფეხზე გამომაფხიზლებს, შემომაწვება შურისძიებაგინებაწყენა და ყოველგვარი აუგი მძღოლზე, მალე გამივლის, ხო, გამახსენდა, გაზაფხულზე ვფიქრობდი და შემაწყვეტინეს არამკითხე საბურავებმა, გზაც გაიწელა, ქუჩის ბოლო ისევ შორსაა, არაფრისმთქმელად მივდივარ და ვერ შემამჩნიეს, ხან მახსოვს, ხანაც მავიწყდება რომ ცხრა ხდება და სამსახურში მიმეჩქარება... ჩავუვლი ყოფილ კაბინეტს და უკან მოვდივარ, ესაა მხოლოდ ჩემი საქმიდან რაც შემარჩინეს ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მადლობა კვაზი... მადლობა კვაზი...
14. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
13. სათაურს ვუწერ +2 :))) სათაურს ვუწერ +2 :)))
12. ხმაურა ქუჩა :) შურისძიებაგინებაწყენა ერთი სიტყვა ყოფილა ეს ყველას ჯობია :) ხმაურა ქუჩა :) შურისძიებაგინებაწყენა ერთი სიტყვა ყოფილა ეს ყველას ჯობია :)
11. ტანზე შემოიხევს, თებერვალში ჩაცმულ პალტოს მარტში კვირტი ალუბლის,
ფიქრში ხვევნის სურვილს აყოლილ ქალს, უმწიკვლობის ნიღაბზე დარდი
ჩავუვლი ყოფილ კაბინეტს და უკან მოვდივარ, ესაა მხოლოდ ჩემი საქმიდან რაც შემარჩინეს ...
რას ერჩი...მშვენიერი რამეა...:) ტანზე შემოიხევს, თებერვალში ჩაცმულ პალტოს მარტში კვირტი ალუბლის,
ფიქრში ხვევნის სურვილს აყოლილ ქალს, უმწიკვლობის ნიღაბზე დარდი
ჩავუვლი ყოფილ კაბინეტს და უკან მოვდივარ, ესაა მხოლოდ ჩემი საქმიდან რაც შემარჩინეს ...
რას ერჩი...მშვენიერი რამეა...:)
10. ჩავუვლი ყოფილ კაბინეტს და უკან მოვდივარ, ესაა მხოლოდ ჩემი საქმიდან რაც შემარჩინეს ... :) აქ გამეღიმა... ნაცნობია :) მომეწონა მიუხედავად რამდენიმეჩახლართულლიტერატურულადარასწორიფორმისსიტყვების მიუხედავად :) ++
ჩავუვლი ყოფილ კაბინეტს და უკან მოვდივარ, ესაა მხოლოდ ჩემი საქმიდან რაც შემარჩინეს ... :) აქ გამეღიმა... ნაცნობია :) მომეწონა მიუხედავად რამდენიმეჩახლართულლიტერატურულადარასწორიფორმისსიტყვების მიუხედავად :) ++
9. ძალიან ორიგინალური ლექსია! :) ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) ძალიან ორიგინალური ლექსია! :) ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :)
8. არადა, ჩემი აზრით, ლექსის ფორმა შესაძლებელია გადავიდეს მეორე პლანზე, თუკი შინაარსი რაც მასში წერია, მკითხველისთვის საინტერესო იქნება,
ანუ, სიტყვა "ლექსი" ისეთი მომენტია . მაგალითად მოვიტან მგზავრობას:
რუსთაველიდან დიღომში რომ გინდოდეს გასვლა, ადგე და ავტობუსით წახვიდე, ანდა ტაქსით, ანდა მეტროთი. არადა, შენი მიზანია დიღომში მისვლა, რა მნიშვნელობა აქვს რითი წახვალ?
ანუ, ემოციას (დიღომში წასვლა) თუ ეძებს მკითხველი და იგი მიიღებს მას, ფორმას (ანუ, ავტობუსი თუ ტაქსი) ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება,,,
მე გავიგე ის ემოცია და სათქმელი რაც მასში ეწერა, ამიტომ, ჩემთვის ეს ლექსი საინტერესოა. (ლექსი თქო)
ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ავტორის სათქმელი და მის მიერ ჩაფიქრებული დედააზრი, არ ემთხვევა მკითხველის მიერ გააზრებულ და მიღებულ ემოციას,, ესეც ნორმალურია, რადგან ყველას გემოვნება და აღქმის პრინციპები განსხვავდება და არ არის აუცილებელი ერთ ნავში ვიჯდეთ რომ ნაპირამდე მივიდეთ,,
პატივისცემით, განდი. არწივი. არადა, ჩემი აზრით, ლექსის ფორმა შესაძლებელია გადავიდეს მეორე პლანზე, თუკი შინაარსი რაც მასში წერია, მკითხველისთვის საინტერესო იქნება,
ანუ, სიტყვა "ლექსი" ისეთი მომენტია . მაგალითად მოვიტან მგზავრობას:
რუსთაველიდან დიღომში რომ გინდოდეს გასვლა, ადგე და ავტობუსით წახვიდე, ანდა ტაქსით, ანდა მეტროთი. არადა, შენი მიზანია დიღომში მისვლა, რა მნიშვნელობა აქვს რითი წახვალ?
ანუ, ემოციას (დიღომში წასვლა) თუ ეძებს მკითხველი და იგი მიიღებს მას, ფორმას (ანუ, ავტობუსი თუ ტაქსი) ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება,,,
მე გავიგე ის ემოცია და სათქმელი რაც მასში ეწერა, ამიტომ, ჩემთვის ეს ლექსი საინტერესოა. (ლექსი თქო)
ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ავტორის სათქმელი და მის მიერ ჩაფიქრებული დედააზრი, არ ემთხვევა მკითხველის მიერ გააზრებულ და მიღებულ ემოციას,, ესეც ნორმალურია, რადგან ყველას გემოვნება და აღქმის პრინციპები განსხვავდება და არ არის აუცილებელი ერთ ნავში ვიჯდეთ რომ ნაპირამდე მივიდეთ,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ეს ავტორი უკვე მომწონს,ოღონდ მართლა:))
და იმიტომ რომ სულ არ აინტერესებს არც ჟანრი,არც ის ვის მოსწონს და ვის არა,ტავის პონტში წერს.:))
არადა ორივემ ხომ ვიცით რომ ეს პოეზია არაა. ეს ავტორი უკვე მომწონს,ოღონდ მართლა:))
და იმიტომ რომ სულ არ აინტერესებს არც ჟანრი,არც ის ვის მოსწონს და ვის არა,ტავის პონტში წერს.:))
არადა ორივემ ხომ ვიცით რომ ეს პოეზია არაა.
6. "შურისძიებაგინებაწყენა" - ეს ამოდენა სიტყვა და ამოდენა ენერგეტიკით საშიშია,ნონო :) :D "შურისძიებაგინებაწყენა" - ეს ამოდენა სიტყვა და ამოდენა ენერგეტიკით საშიშია,ნონო :) :D
5. არ მიყვარს პოეზია რომლის კითხვის დროსაც ვიღლები.. არ მიყვარს პოეზია რომლის კითხვის დროსაც ვიღლები..
2. "ტანზე შემოიხევს, თებერვალში ჩაცმულ პალტოს მარტში კვირტი ალუბლის" რა კარგია+2:) "ტანზე შემოიხევს, თებერვალში ჩაცმულ პალტოს მარტში კვირტი ალუბლის" რა კარგია+2:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|