ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დადო
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2008


***(ოცდამეერთე საუკუნეა)

დიაცო სიძვის.
მეძაო სულის.
თვალებში გიდგას კვალი წარსულის.
გუშინდელ ღამის, ქცევსი, თამამის.
წამით განცდილი ვნების სიამის.
როგორც ედემის ვაშლის გრაცია,
გიზიდავს სხვისი ჰაერის სიტკბო.
დაგვიწყებია ბავშვობის წლები,
ჟამი როდესაც გერქვა უმანკო
შენი ხელები დღეს ბინძურია,
ვერ ვხედავ თვალებს, ალერსით სავსეს.
ოცდამეერთე საუკუნეა.
პატიოსანი გიჟად შერაცხეს.
დადგება ჟამი, ძირს დაეცემა
დამძიმებული ტახტი, ცოდვილთა.
ცოდვის შვილები თუ ვართ მითხარი
რაღას ვამაყობთ ჩვენი მშობლითა.
ოცდამეერთე საუკუნეა.
სულში მორალმა დაიცყო ნგრევა.
უცხო ტუჩები ისე მიზიდავს,
როგორც თამბაქომ იცის მიჩვევა.
ოცდამეერთე საუკუნეა,
ოცდამეერთე ებრძვის მეოცეს.
სადაც მე ვდგავარ იქ სიჩუმეა.
ომის ხმაური არ გამაოცებს.
ოცდამეერთე საუკუნეა.
ოცდამეერთე მესროლეს ტყვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები