პალატაში მოვედი გონს.თვალი მოვავლე გარემოს. გარდა საწოლისა, რომელზეც მე ვიწექი, ხელის გაწვდენაზე ტუმბო იდგა -გაქათქათებული ხელსახოცგადაფარებული ქილის ფსკერი გავარჩიე, შიგთავსი ჯერჯერობით უცნობი გახლდათ. ტუმბოს მერე კედელი. …ყოველთვის მთრგუნავდა საავადმყოფოს კედლები, აქაური სუნი მუდამ მიფუჭებდა ხასიათს. გვერდი ფრთხილად ვიცვალე-ჩემს ზურგს უკან არსებული სივრცე მაინტერესებდა. ჩემი მოძრაობა უყურადღებოდ არ დარჩენია პალატის მეზობელს, რომელიც ზუსტად ისეთივე ქვეშსაგებში იწვა,როგორშიც მე- რუხი-გაცრეცილი,გაურკვეველი წარწერები-".Минздрав". -მე თეო მქვია,შენ?-საოცრად დიდი თვალები შემომანათა –ლამის ჩემი კბილა იქნებოდა. -ელენე-უხალისოდ მივუგე და თვალი ავარიდე მის ნაცრისფერ სახეს. -მალე შეეჩვევი აქაურობას, მეც მიჭირდა თავიდან, ნინელისაც-ეტყობოდა ლაპარაკის სურვილი მომეტებოდა-ვის ადგილზეც ახლა შენ წევხარ-დაამატა, უხერხულად შეიშმუშნა და გაჩუმდა. -მიჩვეული ვარ უკვე-გავუღიმე იმ მიზნით, დაძაბულობა რომ მომეხსნა,რომელიც სახეზე გამოეხატა. -ჰო,მეც შევეგუე,…მთელი ზამთარი აქ ვარ,გაზაფხული მოვიდა უკვე. თვალი გააპარა მოშორებით კედელზე გაკრულ კალენდრისკენ-ფანჯრიდან ნუშის ყვავილების მოტკბო სუნი შემოდის-ნიავს მოაქვს ხოლმე. მის მზერას თვალი გავაყოლე-ფანჯარა მისი საწოლის პირდაპირ იყო.მის ტუმბოზე გადაშლილი წიგნი,პატარა სარკე და სავარცხელი განთავსებულიყო-ცრემლი მომაწვა ყელში-მის გადახოტრილ თავს რომ შევხედე.ქალი-ყოველთვის ქალია. ...ცისმარე დღე თეოს ღიმილიანი სალამი მაფხიზლებდა.მერე იწყებოდა გამაბეზრებელი პროცედურები.აუტანელ ტკივილს მისი წკრიალა ხმა მავიწყებდა. საოცარი სიზუსტით მაწვდიდა ფანჯრის მიღმა განვითარებულ მოვლენებს-როდის წვიმდა, როდის ქარი იყო. როგორ კამათობდნენ საავადმყოფოს მესერს მიღმა გოგო და ბიჭი, როგორ რიგდებოდნენ შემდეგ, როგორ მიჰყავდა ჩაძინებული ჩვილი დედას გულში ჩაკრული. როგორ ააგლიჯა ხნიერმა ქალმა-ალბათ დამრიგებელმა ღობესთან ჩაცუცქულ სამ ბიჭს ყური.ასე მიკლავდა მტანჯველ დღეებს ერთი მიწისფერი სახის და ნაცრის ფერი თვალების მქონე ციცქნა ტანის გოგონა.მე ამგვარი წარმომედგინა-ისე გალეული ჩანდა ლოგინში. ქუჩაში ხალხს რა გამოლევს, მასაც დაუზარებლად შეეძლო ედევნებინა თვალი მათთვის. ... წინა ღამის ტკივილებისგან გაწამებულმა გვიან გავიღვიძე. თვალების გახელისთანავე თეოს ლოგინს მივაჩერდი და მის ნაცვლად ექთან-მადონას ტკივილიან სახეს წავაწყდი… ყინული ჩამეწურა გულში,ბღავილი აღმომხდა…მალე ისევ მოვედი გონს. -ფანჯარასთან დამაწვინეთ,გთხოვთ-მუდარით შევტირე ჩემს ხმის გაგონებაზე შემოსულ პერსონალს.ერთმანეთს მდუმარედ გადახედეს-მადონამ თვალი ამარიდა და სანიტარს ცარიელი ლოგინის პალატიდან გაგორებაში მიეხმარა. მცირეოდენი რყევის შემდეგ,დიდი ძალისხმევით ლოგინში წამოვჯექი,ბეჭებთან ბალიში შევისწორე.თვალები ცრემლებით დამბინდვოდა, საბნის კუთხით ამოვიწმინდე, მზერა სივრცეს მივაპყარი და ხელახლა კივილი მომინდა:
ფანჯრის მიღმა მხოლოდ სიძველისაგან დაბრეცილი, ბზარებიანი კედელი ატუზულიყო…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
50. საოცრად ემოციური ნაწერია ლაკონიურობის მიუხედავად და მოულოდნელი, სევდიანი ფინალი ადამიანური ტკივილითა და სევდით გაჯერებული... საოცრად ემოციური ნაწერია ლაკონიურობის მიუხედავად და მოულოდნელი, სევდიანი ფინალი ადამიანური ტკივილითა და სევდით გაჯერებული...
49. პატარა სივრცეში ჩატეული დიდი ამბავი, დიდი ადამიანითა და სატკივარ_საფიქრალით:ურთიერთობა კაცთა შორის, უნდა,ბოლო წუთივით მოსაფერებელს ჰგავდეს! კარგი ხართ! მოგეფერეთ!!!! პატარა სივრცეში ჩატეული დიდი ამბავი, დიდი ადამიანითა და სატკივარ_საფიქრალით:ურთიერთობა კაცთა შორის, უნდა,ბოლო წუთივით მოსაფერებელს ჰგავდეს! კარგი ხართ! მოგეფერეთ!!!!
48. ვაიმე, რა ძალიან კარგია!!! ფინალმა მომხიბლა... მედეა, ძალიან-ძალიან კარგი ხარ :-* ვაიმე, რა ძალიან კარგია!!! ფინალმა მომხიბლა... მედეა, ძალიან-ძალიან კარგი ხარ :-*
47. სევდიანი, ტკივილიანი, რომ ჩაგაფიქრებს და სხვისი ტკივილს გატკენს!! კარგად მოგაქვს სათქმელი მკითხველამდე! სევდიანი, ტკივილიანი, რომ ჩაგაფიქრებს და სხვისი ტკივილს გატკენს!! კარგად მოგაქვს სათქმელი მკითხველამდე!
44. ვაიიიი!!! შენებიდნ უკვე მეორეა რაც წავიკითხე დღეს, ძალიან მოვიწყინე და ცრემლები ძლივს შევიკავე. ძლიერი მწერალიც ხომ ასეთია, მკითხველს რომ აატირებს, დააფიქრებს და გაახარებს:):) ვაიიიი!!! შენებიდნ უკვე მეორეა რაც წავიკითხე დღეს, ძალიან მოვიწყინე და ცრემლები ძლივს შევიკავე. ძლიერი მწერალიც ხომ ასეთია, მკითხველს რომ აატირებს, დააფიქრებს და გაახარებს:):)
43. დამასევდიანა და დარდმა მომიცვა..... რა მაგარი ნაწერია. ყოჩაღ მედეა.... ძალიან მაგარი ნაწერია.... დამასევდიანა და დარდმა მომიცვა..... რა მაგარი ნაწერია. ყოჩაღ მედეა.... ძალიან მაგარი ნაწერია....
42. გული ჩამწყდა. გული ჩამწყდა.
41. გაიხარე-სიკეთის დანახვაც გცოდნია. მარადმწვანე სტუდენტი რომ ხარ-ოდესმე ხომ უნდა გასცდე სასწავლებლის კედლებს-ამიტომ ჩაგეთვალა. კეთილი ვარ მე:)
გაიხარე-სიკეთის დანახვაც გცოდნია. მარადმწვანე სტუდენტი რომ ხარ-ოდესმე ხომ უნდა გასცდე სასწავლებლის კედლებს-ამიტომ ჩაგეთვალა. კეთილი ვარ მე:)
40. რამდენი ხანია ჩათვლა არ მიმიღია:)) მადლობა ლექტორს:)) რამდენი ხანია ჩათვლა არ მიმიღია:)) მადლობა ლექტორს:))
39. მიყვარს პირდაპირი ადამიანი! ქაჯო-ჩაგეთვალა:) მიყვარს პირდაპირი ადამიანი! ქაჯო-ჩაგეთვალა:)
37. მტკივნეულია!!! :(
მომეწონა, მოხვდა გულს!!! მტკივნეულია!!! :(
მომეწონა, მოხვდა გულს!!!
36. :( ++++++++++ :( ++++++++++
35. მოგიკითხე სევდიანო და საინტერესო მედეა:)
+5 მოგიკითხე სევდიანო და საინტერესო მედეა:)
+5
34. ჩემთან წავიღებ დღიურში... ჩემთან წავიღებ დღიურში...
33. ვაიმეე! მედე, მე ეს ნაწერი შენს ნაწერებში (რაც წამიკითხავს) ყველაზე ძლიერი მგონია! ლამის მეც აღმომხდა ბღავილი ბოლოს! უძლიერესია! მინდა , რომ ეს ნაწერი მინიმუმ მთავარ გვედზე ვნახო... ვაიმეე! მედე, მე ეს ნაწერი შენს ნაწერებში (რაც წამიკითხავს) ყველაზე ძლიერი მგონია! ლამის მეც აღმომხდა ბღავილი ბოლოს! უძლიერესია! მინდა , რომ ეს ნაწერი მინიმუმ მთავარ გვედზე ვნახო...
32. შემოვედი და 5 შენ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! შემოვედი და 5 შენ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
31. ეს დღეს წავიკითხე...
მედ, სევდიანი ძალიან :( ეს დღეს წავიკითხე...
მედ, სევდიანი ძალიან :(
30. მომეწონა, მტკივნეული თემაა++ მომეწონა, მტკივნეული თემაა++
29. მაგარია,ძალიან მაგარი და დამბურძგლავი... კიდევ კაი ქალი არ ვარ თორემ ვიტირებდი:);) +++++ მაგარია,ძალიან მაგარი და დამბურძგლავი... კიდევ კაი ქალი არ ვარ თორემ ვიტირებდი:);) +++++
28. საოცრად წერ.... ვტირი..... კარგი ხარ.... საოცრად წერ.... ვტირი..... კარგი ხარ....
27. არაჩვეულებრივი ნაწერია, მიუხედავად იმისა, რომ თემა მძიმეა... ვერ მოვწყდი... 555555 :) არაჩვეულებრივი ნაწერია, მიუხედავად იმისა, რომ თემა მძიმეა... ვერ მოვწყდი... 555555 :)
26. კარგია ძალიან!
ო'ჰენრის "უკანასკნელი ფოთოლი გამახსენა" თითქოს განწყობით
:)
მოგიკითხე მედეა >) კარგია ძალიან!
ო`ჰენრის "უკანასკნელი ფოთოლი გამახსენა" თითქოს განწყობით
:)
მოგიკითხე მედეა >)
25. :( + 5 5 5 :( + 5 5 5
24. 5 ! გავჩუმდები აქ :-* 5 ! გავჩუმდები აქ :-*
23. ძალიან მომეწონა! 5 ჰო, სევდას რაც შეეხება, ის, რაც სევდას (არამხოლოდ) მიტოვებს, უფრო მიყვარს. ძალიან მომეწონა! 5 ჰო, სევდას რაც შეეხება, ის, რაც სევდას (არამხოლოდ) მიტოვებს, უფრო მიყვარს.
22. ძალიან კარგად წერ!:-* ძალიან კარგად წერ!:-*
21. არაჩვეულებრივად მიდიხარ მკითხველის სულამდე, მედი... გაიხარე! 5 არაჩვეულებრივად მიდიხარ მკითხველის სულამდე, მედი... გაიხარე! 5
20. არა მინდოდა მე ეხლა ეს ტრაგიზმი?.. :-? ნეტავ რას მერჩოდი... :( არა მინდოდა მე ეხლა ეს ტრაგიზმი?.. :-? ნეტავ რას მერჩოდი... :(
19. დიდი ტკივილია ამ ჩანაწერში...
დიდი ტკივილია ამ ჩანაწერში...
18. მეეედ... უუუჰ... :( მეტკინა... ახლა ვიბღავლებ მე... მეედ... როგორ მოგაქვს ასე ტკივილი... ტკივილი ღრმაა... ყმუის... მედ... :( მეეედ... უუუჰ... :( მეტკინა... ახლა ვიბღავლებ მე... მეედ... როგორ მოგაქვს ასე ტკივილი... ტკივილი ღრმაა... ყმუის... მედ... :(
17. მძიმე სიუჟეტია. :( 5........................ მძიმე სიუჟეტია. :( 5........................
16. დამადარდიანა :( დამადარდიანა :(
15. ტკივილსაც გადმოცემა უნდა და შენ ეს ყოველთვის კარგად გამოგდის... 5 ტკივილსაც გადმოცემა უნდა და შენ ეს ყოველთვის კარგად გამოგდის... 5
14. ეს გარედან წავიკითხე... იმდენად ემოციურია, რომ სახეზე ორი სველი წერტილი გამიჩნდა...
ეს გარედან წავიკითხე... იმდენად ემოციურია, რომ სახეზე ორი სველი წერტილი გამიჩნდა...
13. მსგავსი მოთხრობა წამიკითხავს...ვისია არ მახსოვს...მაგრამ დაჭრილ ჯარისკაცებზეა...პალატაში რომ წვანან...
მედეა ეგ არაფერს ნიშნავს...ესაც ძალიან მომეწონა...;-* მსგავსი მოთხრობა წამიკითხავს...ვისია არ მახსოვს...მაგრამ დაჭრილ ჯარისკაცებზეა...პალატაში რომ წვანან...
მედეა ეგ არაფერს ნიშნავს...ესაც ძალიან მომეწონა...;-*
12. აუუჰ ჰ,რა მაგარიაა მართლა (: :-*
555 აუუჰ ჰ,რა მაგარიაა მართლა (: :-*
555
11. რა უნდა თქვა ამის მერე? :)
რა მაგარი შეგრძნებაა, ასეთი განცდით რომ ასრულებ კითხვას :) რა უნდა თქვა ამის მერე? :)
რა მაგარი შეგრძნებაა, ასეთი განცდით რომ ასრულებ კითხვას :)
10. 5
მედეააააა... 5
მედეააააა...
9. აუჰ, ეს რა არის? :( გასკდა გული აუჰ, ეს რა არის? :( გასკდა გული
8. საინტერესო ნაწერია...
სევდით გაჯერებული ნაწერები მაინცდამაინც არ მხიბლავს, მაგრამ მშვენიერია... საინტერესო ნაწერია...
სევდით გაჯერებული ნაწერები მაინცდამაინც არ მხიბლავს, მაგრამ მშვენიერია...
7. სევდა...დაუსრულებლად. რატომ, მედ? ნუ, გთხოვ!!! მიყვარხარ!!! +5 სევდა...დაუსრულებლად. რატომ, მედ? ნუ, გთხოვ!!! მიყვარხარ!!! +5
6. ფინალი მომეწონა. კეთილი სურვილებით! ფინალი მომეწონა. კეთილი სურვილებით!
5. ყოველთვის ასეთი სევდიანია შენი პროზა. :) :) :) გაიღიმეთ, ჩემო კარგო და ხვალის იმედზე დაწერეთ. ფანჯარასთან რა გინდა ?! გა-ი-ღი-მე !!!! ყოველთვის ასეთი სევდიანია შენი პროზა. :) :) :) გაიღიმეთ, ჩემო კარგო და ხვალის იმედზე დაწერეთ. ფანჯარასთან რა გინდა ?! გა-ი-ღი-მე !!!!
4. სევდიანი ადამიანი არ ხარ ნამდვილად,აბა ჩემგან რა გინდა?:-* 555! სევდიანი ადამიანი არ ხარ ნამდვილად,აბა ჩემგან რა გინდა?:-* 555!
3. დამანაღვლიანა ამ ნაწერმა... 5 დამანაღვლიანა ამ ნაწერმა... 5
2. უფ... :( რას მერჩოდი ეხლა????! :(( უფ... :( რას მერჩოდი ეხლა????! :((
1. როგორც ყოველთვის საინტერესო და ლამაზი ნაწერია!!! როგორც ყოველთვის საინტერესო და ლამაზი ნაწერია!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|