(პაატა ვარდანაშვილის ფოტოზე)
იძინე, პიროფლიანო, მძინარიც შფოთავ რაზედა? ვინც შენ ეგ ძილი დაგიფრთხოს, მაჯამც შეახმეს მკლავზედა. რა სუნთქვა მოდის მიწიდან, რას წუხან მამა-პაპანი, ხომ არ დაობლდა ბაზალეთს, გმირთა გამზრდელი აკვანი? მაგ წამწამების ჯარს უკან ნეტავ რა ცრემლის გუბეა, რა ვქნათ თუ წუთისოფელი უსამართლო და მრუდეა! იძინე, ეგ მწვანე მდელო დედის სითბო და მადლია, ნეტავი, შენი სიზმარი რა სევდას დაუბარდნია! ნაღველი, დიდი ნაღველი, გულში ნაბუდარ-ნახმევი, მაგ საგვირგვინე შუბლ-სხივზე გატყვია როგორც ნახმლევი ! მშვიდად ფშვინავენ ბაგენი, ვარდის ფურცლებად ნაგები, სასთუმლად შემოგდგომიან, ბრძოლით დაღლილი მაჯები. გამოდი, დაჭრილ გულიდან, შიგ ნაბუდარო ვარამო, იქნება ამ ბალახებმა მომცხონ მინდიას მალამო! იძინე, ცქერა კაი ყმის, პიროფლიანის ძილისა, საამურია ვით ცისკრით შემომზევლება დილისა! აცალეთ, ძილი აცალეთ, განა მონაა ძილისა, მაგის ხმა, ძილშიც, ხარივით ქარაფებს გადაჰკივისა. წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ჩემი აზრით შენგან კარგი სახალხო პოეტი გამოვა.
მაგ წამწამების ჯარს უკან ნეტავ რა ცრემლის გუბეა, რა ვქნათ თუ წუთისოფელი უსამართლო და მრუდეა! იძინე, ეგ მწვანე მდელო დედის სითბო და მადლია, ნეტავი, შენი სიზმარი რა სევდას დაუბარდნია! ჩემი აზრით შენგან კარგი სახალხო პოეტი გამოვა.
მაგ წამწამების ჯარს უკან ნეტავ რა ცრემლის გუბეა, რა ვქნათ თუ წუთისოფელი უსამართლო და მრუდეა! იძინე, ეგ მწვანე მდელო დედის სითბო და მადლია, ნეტავი, შენი სიზმარი რა სევდას დაუბარდნია!
28. რა ვქნათ თუ წუთი სოფელი, უსამართლო და მრუდეა!
რა ვქნათ თუ წუთი სოფელი, უსამართლო და მრუდეა!
27. მაგარია+++++ მაგარია+++++
24. გაიხარე, გუგუა, გაიხარეთ ყველამ! გაიხარე, გუგუა, გაიხარეთ ყველამ!
23. როგორ გამიხარდა ელდარ, პაატაზე ასეთი გულიანი ლექსი რომ დაგიწერია! ძალიან მიყვარს ეგ ბიჭი - კარგ საქმეს აკეთებს და ღირსია! როგორ გამიხარდა ელდარ, პაატაზე ასეთი გულიანი ლექსი რომ დაგიწერია! ძალიან მიყვარს ეგ ბიჭი - კარგ საქმეს აკეთებს და ღირსია!
22. რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
გაიხარეთ, პირდაპირ სულში ჩამწვდომად წერთ...... რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
გაიხარეთ, პირდაპირ სულში ჩამწვდომად წერთ......
21. იძინე, ეგ მწვანე მდელო დედის სითბო და მადლია, ნეტავი, შენი სიზმარი რა სევდას დაუბარდნია! რა კარგი ნათქვამია: უბრალოდ და სიყვარულით პირთამდე სავსე...:-* მიყვარს აქ შემოსვლა...5555 აქ მიწას სამშობლოს სურნელი უდის...მირონის...:-* იძინე, ეგ მწვანე მდელო დედის სითბო და მადლია, ნეტავი, შენი სიზმარი რა სევდას დაუბარდნია! რა კარგი ნათქვამია: უბრალოდ და სიყვარულით პირთამდე სავსე...:-* მიყვარს აქ შემოსვლა...5555 აქ მიწას სამშობლოს სურნელი უდის...მირონის...:-*
20. აუუფ!!! კარგი იყოს ეს ძალიან! აუდიოს მოსმენა მომანდომა...
+5 აუუფ!!! კარგი იყოს ეს ძალიან! აუდიოს მოსმენა მომანდომა...
+5
19. 555 შესანიშნავი! 555 შესანიშნავი!
18. რა ვქნათ თუ წუთისოფელი უსამართლო და მრუდეა!
რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
არცერთი არ არის გასაკვირალი :) ლექსი მოწოდების სიმაღლეზე რა ვქნათ თუ წუთისოფელი უსამართლო და მრუდეა!
რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
არცერთი არ არის გასაკვირალი :) ლექსი მოწოდების სიმაღლეზე
17. იცოცხლე ძია ელდარ ჩაგეხუტეთ ++ იცოცხლე ძია ელდარ ჩაგეხუტეთ ++
16. მშვენიერი!!! ვუერთდები მაკას!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერი!!! ვუერთდები მაკას!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
15. თქვენი პოეზია შემოძახებას ჰგავს შატილიონო. ასე გულიანად შემოგვძახებ ხოლმე, გვაფხიზლებ და გვახსენებ თუ ვისი გორისა ვართ! მიყვარს ეს მადლიანი პოეზია!!! თქვენი პოეზია შემოძახებას ჰგავს შატილიონო. ასე გულიანად შემოგვძახებ ხოლმე, გვაფხიზლებ და გვახსენებ თუ ვისი გორისა ვართ! მიყვარს ეს მადლიანი პოეზია!!!
13. წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა? რა მადლი ტრიალებს აქ! ყოველთვის... წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა? რა მადლი ტრიალებს აქ! ყოველთვის...
11. :) კარგია + :) კარგია +
10. რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
არ ვიცი, დამგრუზა... სული დამიმძიმა... მაგარი ხარ, შატილიონო! დაგელოცოს სიტყვაც და კალამიც!
5 რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
არ ვიცი, დამგრუზა... სული დამიმძიმა... მაგარი ხარ, შატილიონო! დაგელოცოს სიტყვაც და კალამიც!
5
9. მაგის ხმა, ძილშიც, ხარივით ქარაფებს გადაჰკივისა. წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
მშვენიერი.
55 მაგის ხმა, ძილშიც, ხარივით ქარაფებს გადაჰკივისა. წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
მშვენიერი.
55
8. კარგი ლექსია ძია...მაგრამ ის ფოტოც მოგეტანათ პაატას რომ გადაუღია...კაი სურათებს იღებს ხოლმე ეგ...:) კარგი ლექსია ძია...მაგრამ ის ფოტოც მოგეტანათ პაატას რომ გადაუღია...კაი სურათებს იღებს ხოლმე ეგ...:)
7. სასთუმლად შემოგდგომიან, ბრძოლით დაღლილი მაჯები. გამოდი, დაჭრილ გულიდან, შიგ ნაბუდარო ვარამო,
რა ლამაზად ამბობთ სათქმელს..... 5 სასთუმლად შემოგდგომიან, ბრძოლით დაღლილი მაჯები. გამოდი, დაჭრილ გულიდან, შიგ ნაბუდარო ვარამო,
რა ლამაზად ამბობთ სათქმელს..... 5
5. იძინე, ცქერა კაი ყმის, პიროფლიანის ძილისა, საამურია ვით ცისკრით შემომზევლება დილისა!
გაიხარეთ!!! +5 იძინე, ცქერა კაი ყმის, პიროფლიანის ძილისა, საამურია ვით ცისკრით შემომზევლება დილისა!
გაიხარეთ!!! +5
3. კარგია ძალიან!!!++ კარგია ძალიან!!!++
2. აცალეთ, ძილი აცალეთ, განა მონაა ძილისა, მაგის ხმა, ძილშიც, ხარივით ქარაფებს გადაჰკივისა. წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
... რომელ ფოტოზეა საუბარი?...(გავაპიაროთ საქართველო) აცალეთ, ძილი აცალეთ, განა მონაა ძილისა, მაგის ხმა, ძილშიც, ხარივით ქარაფებს გადაჰკივისა. წუხელაც ღამე გატეხა ბრძოლის და სიმძიმილისა, რად გიკვირთ ზოგჯერ მდელოზე დაფრენა მთის არწივისა?
... რომელ ფოტოზეა საუბარი?...(გავაპიაროთ საქართველო)
1. მაგარ! 555555555555555555 მაგარ! 555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|