 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2008 |
თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
ჩვენს შორის მხოლოდ თოვლიანი მოსჩანს მინდორი, სხვა ყველაფერი ქარმა წახვეტა, ჩოლოყაშვილი აქ ამაღლდა, როგორც დიდგორი, საქართველოზე გადმოსახედად...
ლევილის მიწავ, საქართველოს შვილთა საძვალევ, ლევილის მიწავ, ძვლებით ქართულო! საქართველოდან ისე ჩანხარ როგორც ტაძარი, ბრძოლით დაღლილი, უსიხარულო...
ლევილის მიწავ მშობლიური სევდით ნაქარგო, მკერდში რომ იკრავ ტანჯულ ქართველებს, საქართველოდან წამოსული წვიმა არ გაკრთობს, ან არ გასველებს?!
ლევილის მიწავ, მოწყენილო უამინდობით, ლევილის მიწავ დატყვევებულო, ეგ შენი გული დედასავით არის მიმნდობი, უ ს ა ყ ვ ე დ უ რ ო ...
თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მე მომწონს შენი ლექსები :) მე მომწონს შენი ლექსები :)
20. მომწონხარ 5 მომწონხარ 5
18. ლევილი... 21 წელს საქართველოდან წასული ჟოდანიას მთავრობა-მთელი ინტელიგენციის თანხლებით... ვახტანგ მეექვსის დროინდელი ტრაგედიის გამეოება... დღესაც ანექსირებული საქართველო...
საშინელებაა , ასე დაბოღმილი არასოდეს ვყოფილვარ...
თემა აქტუალური... მე თქვენი მელოდიურები მიყვარს ;;)
8 ლევილი... 21 წელს საქართველოდან წასული ჟოდანიას მთავრობა-მთელი ინტელიგენციის თანხლებით... ვახტანგ მეექვსის დროინდელი ტრაგედიის გამეოება... დღესაც ანექსირებული საქართველო...
საშინელებაა , ასე დაბოღმილი არასოდეს ვყოფილვარ...
თემა აქტუალური... მე თქვენი მელოდიურები მიყვარს ;;)
8
17. ლევილის მიწავ მშობლიური სევდით ნაქარგო, მკერდში რომ იკრავ ტანჯულ ქართველებს, საქართველოდან წამოსული წვიმა არ გაკრთობს, ან არ გასველებს?!
5 ლევილის მიწავ მშობლიური სევდით ნაქარგო, მკერდში რომ იკრავ ტანჯულ ქართველებს, საქართველოდან წამოსული წვიმა არ გაკრთობს, ან არ გასველებს?!
5
16. კარგია ბიძაშვილო :) უბრალოდ ზოგიერთი სტროფი "ზედმეტი" და გფაწელილი მეჩვენა, შეიძლებოდა მეხუთე სტროფი საერთოდ არც ყოფილიყო, უბრალოდ თითქოს მეორდება. იმედი მაქვს ჩემი ბიძაშვილი არ გამინაწყენდება. თუ კომენტარია, გულწრფელი უნდა იყოს, არა სოსო? :) მოგიკითხე კარგია ბიძაშვილო :) უბრალოდ ზოგიერთი სტროფი "ზედმეტი" და გფაწელილი მეჩვენა, შეიძლებოდა მეხუთე სტროფი საერთოდ არც ყოფილიყო, უბრალოდ თითქოს მეორდება. იმედი მაქვს ჩემი ბიძაშვილი არ გამინაწყენდება. თუ კომენტარია, გულწრფელი უნდა იყოს, არა სოსო? :) მოგიკითხე
14. ბევრი ადგილი ამ ლექსში აზრობრივად ვერ მივიღე. უკაცრავად ბატონ სოსოსთან, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. არ ვაფასებ. ბევრი ადგილი ამ ლექსში აზრობრივად ვერ მივიღე. უკაცრავად ბატონ სოსოსთან, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. არ ვაფასებ.
13. ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
5 ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
5
11. თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები... თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
10. აქ სულ მსხვანაირად უბერავს სიო :) მიყვარს ეს გვერდი :) აქ სულ მსხვანაირად უბერავს სიო :) მიყვარს ეს გვერდი :)
9. ძალიან კარგია :)))) ძალიან კარგია :))))
8. ჩოლოყაშვილი აქ ამაღლდა, როგორც დიდგორი, საქართველოზე გადმოსახედად...
ჩოლოყაშვილი აქ ამაღლდა, როგორც დიდგორი, საქართველოზე გადმოსახედად...
7. თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
ძლიერია, მომეწონა ძალიან... 10 თქვენ ალბათ გაწვიმთ უსამშობლოდ გმირთა გმირებო და განშორების გაწევთ ღრუბელი, ეგება ტანჯვის დასასრული ღმერთმა ინებოს, მკვდრეთით წამოდგეთ, უსასოოდ დამარხულები...
ძლიერია, მომეწონა ძალიან... 10
5. ლევილის მიწა..ჩემი ოჯახის ტკივილი და ტრაგედიაა. პირველი ქართული ემიგრაცია. ოჯახი გადამიხლიჩეს და დღეს ნახევარი ნათესაობა იქ მყავს.ქართული..ძალიან ნალებად მათ უკვე. ლევილი იქ უბრალოდ შატოა .მოუვლელი...და ცხოვრობენ ძველი ''გვარდიიდან'' თითო -ოროლა შემორჩენილები. ლევილში არის ერთი დიდი საფლავი,,იქ მიწა ძვირია და ბოლოს ყველას ალბათ იმ საერთო სასაფლაოში გადაასვენებენ. იქ ჩემი ოჯახის დიდი ტკივილია. ამიტომ მაპატიე პირველად ვწერ შენს ლექსში 3
ლევილის მიწა..ჩემი ოჯახის ტკივილი და ტრაგედიაა. პირველი ქართული ემიგრაცია. ოჯახი გადამიხლიჩეს და დღეს ნახევარი ნათესაობა იქ მყავს.ქართული..ძალიან ნალებად მათ უკვე. ლევილი იქ უბრალოდ შატოა .მოუვლელი...და ცხოვრობენ ძველი ``გვარდიიდან`` თითო -ოროლა შემორჩენილები. ლევილში არის ერთი დიდი საფლავი,,იქ მიწა ძვირია და ბოლოს ყველას ალბათ იმ საერთო სასაფლაოში გადაასვენებენ. იქ ჩემი ოჯახის დიდი ტკივილია. ამიტომ მაპატიე პირველად ვწერ შენს ლექსში 3
4. 5 ნადირო კარგია 5 ნადირო კარგია
3. იქ კი არა, მგონი აქაც უსამშობლოდ გვიჭირს, სოსო, და შედი ლიტმოვლენაში და ნახე რაც დაგიწერე იქ კი არა, მგონი აქაც უსამშობლოდ გვიჭირს, სოსო, და შედი ლიტმოვლენაში და ნახე რაც დაგიწერე
2. რაღაცნაირად ძალიან მესიამოვნა ახლა ეს ლექსი.. რაღაცნაირად ძალიან მესიამოვნა ახლა ეს ლექსი..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|