 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: საბავშვო 4 სექტემბერი, 2008 |
(პატარა ნატურალისტები)
- ვაი... გამარჯობა! შენ ვინ ხარ? - მე წითელი ჭიამაია ვარ... შენ? - მეც ჭიამაია ვარ, ოღონდ ყვითელი. - დიდი ხანია რაც აქ ხარ? - კი უკვე ორჯერ დაღამდა. - მე კი ახლა მოვედი. - ვიცი, ცის იქიდან დაგინახე, მერე ცა შეირხა და შენც აქ აღმოჩვდი. - რას ამბობ?! ცა როგორ შეირხეოდა?! - როგორ და აქ ყველაფერი სხვანაირია. აქაურ ცაზე მარტო ფრენა კი არა, სიარულიც კი შეიძლება. - უი... მართლა!.. თან ცის იქით ყველაფერი როგორი სხვანაირი ჩანს?! - ნახე, ყვავილები როგორ იკლაკნებიან?! - კი, დავინახე. რა სასაცილოა, არა?! - კი, კი, მართლა სასაცილოა... - აქედან წასვლა რომ მომინდეს, რა უნდა ვქნა? - არ ვიცი, ერთხელ რომ დაღამდა, მალე გათენდა და მე უკვე აქ ვიყავი, წასვლა აღარ მიცდია. - აი, მეც სწორედ ეგრე, დაღამდა და... კი მაგრამ აქ ასე ხშირად რატომ ღამდება?! ვაი... ყვითელი სად ხარ?!. ვეღარ გხედავ... აქ როგორ ბნელა?!.
გიორგიმ მიწაზე დადგმული მინის ქილა ამოატრიალა და იქიდან წითელი ჭიამაია ამოიყვანა. ჭიამაია ასანთის კოლოფში მოათავსა და დათუკას გაუწოდა. დათუკამ კოლოფი საქმიანი სახით შეათვალიერა, გამოართვა და მის სანაცვლოდ სხვა კოლოფი მიაწოდა, რომლიდანაც უცნაური ხმები ისმოდა.
- ვაი... ისევ... გამარჯობა! მე ყვითელი ჭიამაია ვარ. შენ ვინ ხარ? - ბზზზ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვაა.. რატომ არ გკითხულობდი ნეტა აქამდე? ;;) ვაა.. რატომ არ გკითხულობდი ნეტა აქამდე? ;;)
14. ჭია წია მაია ხვალ როგორი დარიააა...ფრიი:D
საყვარელი ნაწერია,განმუხტვისთვის და სიმსუბუქისთვის შენი გვერდი მისწრებააა:) ჭია წია მაია ხვალ როგორი დარიააა...ფრიი:D
საყვარელი ნაწერია,განმუხტვისთვის და სიმსუბუქისთვის შენი გვერდი მისწრებააა:)
13. ჭია წია მაია ხვალ როგორი დარიააა...ფრიი:D
საყვარელი ნაწერია,განმუხტვისთვის და სიმსუბუქისთვის შენი გვერდი მისწრებააა:) ჭია წია მაია ხვალ როგორი დარიააა...ფრიი:D
საყვარელი ნაწერია,განმუხტვისთვის და სიმსუბუქისთვის შენი გვერდი მისწრებააა:)
10. სპილუკა, ძალიან მომეწონა, 5 სპილუკა, ძალიან მომეწონა, 5
9. აი, რა კაცს გავუწიე რეკომენდაცია აქ მოსასვლელად! სპილუკას ნაწერები ძალიან მიყვარს... და არაჩვეულებრივი პიროვნებაა! კარგი ბიჭი ხარ, სპილუკა მამუკა! აი, რა კაცს გავუწიე რეკომენდაცია აქ მოსასვლელად! სპილუკას ნაწერები ძალიან მიყვარს... და არაჩვეულებრივი პიროვნებაა! კარგი ბიჭი ხარ, სპილუკა მამუკა!
8. მახსოვს ეს საყვარელი მინიატურა მგონი,ლიტგედან:) მახსოვს ეს საყვარელი მინიატურა მგონი,ლიტგედან:)
7. კეტილი სპილუკა კეტილი სპილუკა
6. მიყვარს შენთან...5 მიყვარს შენთან...5
5. სასიამოვნოა :) 5 სასიამოვნოა :) 5
3. ხეი სპილუკა ! :D ხეი სპილუკა ! :D
2. ნელ-ნელა ამ ავტორის მუდმივი მკითხველი ვხდები მე :) არაჩვეულებრივია, განვიტვირთე და მესიამოვნა :) ნელ-ნელა ამ ავტორის მუდმივი მკითხველი ვხდები მე :) არაჩვეულებრივია, განვიტვირთე და მესიამოვნა :)
1. საყვარელია :) 5. საყვარელია :) 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|