ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


ლექსი რომელიც ჩემგან წასულს აგადევნე

ასე, ერთი ხელის მოსმით...
ასეე,  არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა და
ამ ტკივილს საიტზე სტატუსი ვერ იგრძნობს.
ლექსად მოგიყვები  მიმიხვდე იქნებ და
ასტკივდა შადრევანს ფილაქანი,
ერთად ჩაგვივლია ოდეს და
აენთო ყველგან იქ ჩირაღდანი,
სადაც გაგვივლია, მოდი და,
თუმცა, ახლა უკვე გვიანია ,
ახლა, უფრო მინდა დაგიძახო,
ახლა გიხმობ როცა დამეკარგე
სანამ ჩემთან იყავ არ მახსოვდი
ახლა, ამეწვება ალბათ ფიქრიც...
ბინდბუნდს აეწვება ჩვენი ერთად ყოფნაც,
უერთმანეთობა მან ხომ ჯერ არ იცის
ჩვენიიი, ჩემად-შენად ჯერ ვერ დაგიშალე...
უკვე დაგკარგე და ახლა ვერ გიმეტებს
გული, საგულედან ჩავდე ამოვიღე ისეე
როგორც შენი ყველა კოცნის ჟინი,
როგორც მორცხვი ქალის ყველა თავის დახრა
ახლა ავიკრიფე სხივი სახიდან და
ახლა მოვიცალე თავიდან დაფნა.
სევდა? რა ვიცოდი ესეთი თუ იყო
გითხარი გაბზარულს გატეხვა უნდაო
ასე  თუ გჯეროდა ჩემი, წასულს აგადევნე ლექსი ...

                      ....და თუ არ მისმენ
                                        აქ  გავჩუმდე უკეთესია ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები