ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2011


რა უნდა ვწერო

რა უნდა ვწერო,როცა დღეს ზღვა ასე მშვიდია,
ჩემი სიყვარული კი იმ ზღვაზე დიდია.
რა უნდა ვწერო,როცა ვუმზერ,
ლურჯ მთებზე დაკიდულ მთვარეს,
ასე,ლამაზად რომ ამშვენებს ვარსკვლავთ ღამეს,
რა უნდა ვწერო..
რომ თეთრი ნათება ფანტავს,გრძნობების სხივებს,
და ჩემსკენ მოდის,ის დღე უკანასკნელი,
როცა მოლბერტზე დავდებ,ცის კაბადონს,
და დავხატავ პორტრეტს,
რომ არვინ იქნება ამის მნახველი.
იმ საღამოსვე მოვა,ჩემთან,ღამის ფიქრები,
ვისზე უნდა ვწერო,როცა,შენ ჩემს გვერდით
აღარ იქნები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები