 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2011 |
იმერეთი
მახსენდება კორბოული,
ჩამომჯდარი ჩეროსთან,
აივნიდან თავმომწონე
იმერეთი მღეროდა...
ქალბატონი ლეონინეს
დედის თბილი ხელებით
მეფერება და მეღვრება
იმერეთის ფერები...
იმერეთი თიხის ზღვაში
ასჯერ ამოევლება,
და მწვანეში ამოყვინთავს,
თონეებად, ქვევრებად...
სტუმრის ხილვით გაიხარებს,
წელში გაიმართება,
სუფრის თავში ჩამოდნება
ჭინჭილებად, ყანწებად...
ხაჭაპურში ჩაგიძვრება,
მჭადის გულად გექცევა,
სტუმრის ჯიბრზე აენთება,
სიმღერებად, ლექსებად...
და თუ ძილი მოგერია,
ნაბახუსებს, ნავახშმევს,
ლაჟვარდებში აგიტაცებს
და ბავშვივით დაგარწევს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. კარგია,....:):)::) კარგია,....:):)::)
21. მოკითხვა :) კარგია.. მოკითხვა :) კარგია..
18. ბატნო ზაზა! ისევ იმ აზრზე ყოფნა რას ნიშნავს? მე მომელანდა და ვბოდავ?! ზუსტად ორი კვირის წინ შემხვდა ერეკლე საღლიანი და თვითონ ჩამოაგდო საუბარი ამ თენაზე... როდესაც მე ვუთხარი, თბილისში იყვნენ ჩამოსულები ბათუმელები და თქვენ გადანაშაულებენ ტყუილის თქმაშითქო, მითხრა, ნეტავი მოგეყვანა და პირში ვეტყოდი სიმართლესო... ბატონო ზაზა, არანაირი უფლება არ მაქვს არ დავიჯერო თქვენი ნათქვამიც, რომ ხელთ გაქვთ მის მიერ შეფასებული ქაღალდი, გამოდის მაშინ, რომ ერეკლე ამბობს ტყუილს, ან მე გწამებთ ცილს?! ვინაიდან ეს საკითხი უკვე ღირსების საკითხად იქცა, მარტო მე და თქვენ არ უნდა მივიდეთ მისი შეფასებული შვიდიანით ერეკლესთან და დავუმთკიცოთ რომ ცრუა, მე არ მეშინია თუნდაც ასი კაცი დაესწროს ჩვენს საუბარს, ის კი არადა, მზად ვარ ღირსების სასამართლოც მოეწყოს ამ საკითხზე... ბატნო ზაზა! ისევ იმ აზრზე ყოფნა რას ნიშნავს? მე მომელანდა და ვბოდავ?! ზუსტად ორი კვირის წინ შემხვდა ერეკლე საღლიანი და თვითონ ჩამოაგდო საუბარი ამ თენაზე... როდესაც მე ვუთხარი, თბილისში იყვნენ ჩამოსულები ბათუმელები და თქვენ გადანაშაულებენ ტყუილის თქმაშითქო, მითხრა, ნეტავი მოგეყვანა და პირში ვეტყოდი სიმართლესო... ბატონო ზაზა, არანაირი უფლება არ მაქვს არ დავიჯერო თქვენი ნათქვამიც, რომ ხელთ გაქვთ მის მიერ შეფასებული ქაღალდი, გამოდის მაშინ, რომ ერეკლე ამბობს ტყუილს, ან მე გწამებთ ცილს?! ვინაიდან ეს საკითხი უკვე ღირსების საკითხად იქცა, მარტო მე და თქვენ არ უნდა მივიდეთ მისი შეფასებული შვიდიანით ერეკლესთან და დავუმთკიცოთ რომ ცრუა, მე არ მეშინია თუნდაც ასი კაცი დაესწროს ჩვენს საუბარს, ის კი არადა, მზად ვარ ღირსების სასამართლოც მოეწყოს ამ საკითხზე...
17. მაქვს მიზეზი დავბრუნებოდი, ეს მიზეზიც რომ არ ყოფილიყო საკითხი ღია იყო და სასურველია გაევარკვიოთ, რადგან ეჭვი მაქვს იგივე აზრზე ხართ. სხვა შემთხვევაში დაწერდით ამის შესახებ. 10 კაცით ერეკლე საღლიანთან მისვლის რა გითხრათ და მე მარტო გეახლებით ბატონი ერეკლეს ხელმოწერილი შეფასებებით და ფაქტს რომ ნახავთ მერე იმოქმედეთ როგორც გენებოთ. არაფერი პიროვნული არაა ამაში. ცივილიზებულად გავარკვიოთ. ესაა სულ. მე აქ დავასრულე ამ თემაზე. მაქვს მიზეზი დავბრუნებოდი, ეს მიზეზიც რომ არ ყოფილიყო საკითხი ღია იყო და სასურველია გაევარკვიოთ, რადგან ეჭვი მაქვს იგივე აზრზე ხართ. სხვა შემთხვევაში დაწერდით ამის შესახებ. 10 კაცით ერეკლე საღლიანთან მისვლის რა გითხრათ და მე მარტო გეახლებით ბატონი ერეკლეს ხელმოწერილი შეფასებებით და ფაქტს რომ ნახავთ მერე იმოქმედეთ როგორც გენებოთ. არაფერი პიროვნული არაა ამაში. ცივილიზებულად გავარკვიოთ. ესაა სულ. მე აქ დავასრულე ამ თემაზე.
15. ულამაზესი ლექსია! ოდაა კოპწია იმერეთისადმი! 55555 ულამაზესი ლექსია! ოდაა კოპწია იმერეთისადმი! 55555
14. ისეთი ლექსია, თვითონ რომ ღიღინებს... 5 ისეთი ლექსია, თვითონ რომ ღიღინებს... 5
13. მახსოვდა ეს და მომწონს...:) მახსოვდა ეს და მომწონს...:)
12. ბატონო ზაზა, რატომ დავუბრუნდით ამ თემას?! მე ერეკლეს როცა ხმამაღლა ვასახელებ, ეს იმას ნიშნავს,რომ მზად ვარ წარვდგეთ ერეკლეს წინაშე რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად და დავუსვათ კითხვა! ვინაიდან არ იშლით, 5 კაცი თქვენი იყოს 5 ჩემი და მივიდეთ ერეკლესთან... მე არ მსურდა ამ თემას დავბრუნებოდი, მაგრამ,ვინაიდან თქვენ გსურთ ასე, ბოლომდე,საჯაროდ გავარკვიოთ სიმართლე, მეც მაინტერტესებს! ბატონო ზაზა, რატომ დავუბრუნდით ამ თემას?! მე ერეკლეს როცა ხმამაღლა ვასახელებ, ეს იმას ნიშნავს,რომ მზად ვარ წარვდგეთ ერეკლეს წინაშე რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად და დავუსვათ კითხვა! ვინაიდან არ იშლით, 5 კაცი თქვენი იყოს 5 ჩემი და მივიდეთ ერეკლესთან... მე არ მსურდა ამ თემას დავბრუნებოდი, მაგრამ,ვინაიდან თქვენ გსურთ ასე, ბოლომდე,საჯაროდ გავარკვიოთ სიმართლე, მეც მაინტერტესებს!
11. 5 ლამაზია ეს ლექსიც, იმერეთივით! "-ქვეყნად ყველაზე ლამაზი მხარე? -იმე, ერთია! მაინც რომელი, მაინც რომელი? -იმერეთია!" -ზურაბ კუხიანიზის ლექსიდანაა:)(იმედია,სწორად მახსოვს):) 5 ლამაზია ეს ლექსიც, იმერეთივით! "-ქვეყნად ყველაზე ლამაზი მხარე? -იმე, ერთია! მაინც რომელი, მაინც რომელი? -იმერეთია!" -ზურაბ კუხიანიზის ლექსიდანაა:)(იმედია,სწორად მახსოვს):)
10. აბა?ჩაქაფული და ხინკალი?
აბა?ჩაქაფული და ხინკალი?
9. ვაჰ .
მომენატრა იმერეთი და ჭინჭილადან დალევა (:
55 ვაჰ .
მომენატრა იმერეთი და ჭინჭილადან დალევა (:
55
8. ბატონო ზაზა, რატომ დავუბრუნდით ამ თემას?! მე ერეკლეს როცა ხმამაღლა ვასახელებ, ეს იმას ნიშნავს რომ მზად ვარ წარვდგეთ ერეკლეს წინაშე რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად და დავუსვა კითხვა! რახა არ იშლით, 5 კაცი თქვენი იყოს 5 ჩემი და მივიდეთ ერეკლესთან... მე არ მსურდა ამ თემას დავბრუნებოდი, მაგრამ ვინაიდან თქვენ გსურთ ასე, ბოლომდე საჯაროდ გავარკვიოთ სიმართლე, მეც მაინტერტესებს!
ბატონო ზაზა, რატომ დავუბრუნდით ამ თემას?! მე ერეკლეს როცა ხმამაღლა ვასახელებ, ეს იმას ნიშნავს რომ მზად ვარ წარვდგეთ ერეკლეს წინაშე რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად და დავუსვა კითხვა! რახა არ იშლით, 5 კაცი თქვენი იყოს 5 ჩემი და მივიდეთ ერეკლესთან... მე არ მსურდა ამ თემას დავბრუნებოდი, მაგრამ ვინაიდან თქვენ გსურთ ასე, ბოლომდე საჯაროდ გავარკვიოთ სიმართლე, მეც მაინტერტესებს!
7. ''იმერეთი, ჩემი იმერეთი''. გაიხარეთ ბატონო სოსო.
5555555555555 ``იმერეთი, ჩემი იმერეთი``. გაიხარეთ ბატონო სოსო.
5555555555555
6. :) :) წარმატებები :) :) წარმატებები
4. დღემდე სალაპარაკოა რატომღაც ის, რომ "ლექსების გამოფენაზე" გამოგზავნილი ლექსი (მედეა) მე არ გამიგზავნია ჟიურისთან, კერძოდ ერეკლე საღლიანთან, ამის საპასუხოდ მინდა ვთქვა, ერეკლე საღლიანის შეფასებები უნდა გაჩვენოთ აუცილებლად. მმაგ ლექსზე მისი შეფასებაა 7. მის მიერ ხელმოწერილი ფურცელი მე მაქვს და რასაც ვამბობ, ვამბობ სრული პასუხისმგებლობით!!! საინტერესოა მერე ავტორის პასუხი. გმადლობთ ყირადღებისთვის... დღემდე სალაპარაკოა რატომღაც ის, რომ "ლექსების გამოფენაზე" გამოგზავნილი ლექსი (მედეა) მე არ გამიგზავნია ჟიურისთან, კერძოდ ერეკლე საღლიანთან, ამის საპასუხოდ მინდა ვთქვა, ერეკლე საღლიანის შეფასებები უნდა გაჩვენოთ აუცილებლად. მმაგ ლექსზე მისი შეფასებაა 7. მის მიერ ხელმოწერილი ფურცელი მე მაქვს და რასაც ვამბობ, ვამბობ სრული პასუხისმგებლობით!!! საინტერესოა მერე ავტორის პასუხი. გმადლობთ ყირადღებისთვის...
3. მეფერება და მეღვრება
იმერეთის ფერები...
:) მეფერება და მეღვრება
იმერეთის ფერები...
:)
1. რამოდენიმე ადგილი ძალიან მომეწონა. :) + რამოდენიმე ადგილი ძალიან მომეწონა. :) +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|