ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2011


აშლილი პროსოდია

ვუსმენ სიმარტოვის აშლილ პროსოდიას,
რაღაც არასწორად დასვა მახვილები.
სულაც არ მეგონა დროსაც რომ სცოდნია
თითქმის უმიზეზოდ თავთან ახირება...

სუსტი ყელის მქონე შავი ლარნაკიდან
თავი გადმოკიდეს მკვდარმა გვირილებმა.
ქარის მიქარვებმა ამინდს გადამკიდა,
ისევ ჩემს ფანჯრებთან დგას და იღრინება...

ძველი კარადიდან ჩუმად შემომტირეს
საქორწინო კაბის თეთრმა მაქმანებმა.
ფიქრმა ფირი ჩართო სევდის სველ მოტივზე,
ქარგავს მოგონება პროფილს დაქალების...

მინდა გავაჩერო ხსოვნა მობოლთავე,
მითხრას, საბოოლოდ, რას ვერ შეელია.
ერთმანეთს მივადებთ ორივ ობოლ თავებს,
რადგან ჩვენი გაყრა შეუძლებელია...

              05.04.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები