ქვა ქვაზე დადეს და უფალი ადიდეს, მე ამბავს გიყვებით ძველსა და როდინდელს, აქ არის ხატების სიმძლავრე სიწმინდე აქ ლოცვა უყვარდა დავითს და ჭყონდიდელს,
ბოროტი სულისთვის შეუვალ გალავანს, ეხები ხელით და ღმერთს დაენახვები ნანახს და გაგონილს ვერაფრით დამალავ, დღე მუდამ გაგყვება კეთილი ზრახვები.
ნამდვილად ასეა ერთი ხარ ათასში, არავის არ ურჩევ იქურდოს იპაროს, და ალბათ ამდენ ხანს იმისთვის გადარჩი გზას აცდენილები ჩვენ რომ დაგვიფარო..
დრო იყო გებრძოდა ურჩი და ბოროტი, თუმც არ განგიცდია ნგრევა და ცვლილება, მძლავრი და მართალი იდექი ბოლომდე, შენ თავად ღვთისა ხარ სახლი და ქმნილება!!
შენს წმინდა კედლებზე სანთელი ელვარებს, ეზოში დღე მუდამ ცაცხვების ჩრდილია მხურვალე ლოცვებში ღამეთა მთეველი, პირადად გინახავს შოთა და ილია..
ქვა ქვაზე დადეს და უფალი ადიდეს, მე ამბავს გიყვებით ძველსა და როდინდელს, აქ არის ხატების სიმძლავრე სიწმინდე აქ ლოცვა უყვარდა დავითს და ჭყონდიდელს,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. წუხელ წავიკითხე ეს ლექსი!
მაგარი ხარ ძმაო..გამიხარდა შენი გამოჩენა. წუხელ წავიკითხე ეს ლექსი!
მაგარი ხარ ძმაო..გამიხარდა შენი გამოჩენა.
4. გამეხარდა ძალიან რომ დაბრუნდი. გამეხარდა ძალიან რომ დაბრუნდი.
3. ნანახს და გაგონილს ვერაფრით დამალავ
და ალბათ ამდენ ხანს იმისთვის გადარჩი გზას აცდენილები ჩვენ რომ დაგვიფარო..
ვახ.. მომეწონა.. ნანახს და გაგონილს ვერაფრით დამალავ
და ალბათ ამდენ ხანს იმისთვის გადარჩი გზას აცდენილები ჩვენ რომ დაგვიფარო..
ვახ.. მომეწონა..
1. ვააა, იმედო... მაგრად გამიხარდა ძმაო შენი გამოჩენა. ;) ლექსი შენეული! ;) ვააა, იმედო... მაგრად გამიხარდა ძმაო შენი გამოჩენა. ;) ლექსი შენეული! ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|