ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


ნიანგის ცრემლები...

სულაც არ ველოდი. ასეთ მომენტალურს...
მეგონა, მარტის ქარს უკან გაგაყოლე.
გული დიეტაზე დავსვი ბორმენტალის,
რომ აღარ იფიქროს გიჟურ ამარკორდზე...
შენი ტუჩის კუთხეს ჩუმად ეცინება,
რადგან ყოველ ჯერზე უკან მიბრუნებდი.
მოვრჩეთ მრავალწერტილს! უკვე მეძინება
და ეს არაფერს ცვლის, თუ ვარ უგუნებოდ...
მხოლოდ ქალი ვარ და არა სანთებელა,
ანთება-ჩაქრობამ შუქი გადამიწვა.
ბოლოთქმა მოგპარე, დრომ როგორც თებერვალს,
და შენი ხიბლისგან თავსაც აღარ ვიცავ...
შენს გამოსვლებზე კი, ასე საჩვენებელ,
აღარ ვიფანტები ბრინჯის მარცვლებივით.
მე - შენი ხუშტური, შენ კი - აჩემება,
წვანან თავშექცევით, ვნებაგაცვეთილი...
თურმე, რა მწარეა, როცა გექცევიან
შენი ”არიიდან”, შენივე ხელწერით.
ახლა, ნიანგს ვგავარ, თვალზე ცრემლებიანს...
და კოლოფ სიგარეტს უკვე არ ვეწევი...
          17.04.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები