ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარსმან სპარსი1
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2011


მოდური პოეზია


(ეძღვნება ყველას, ვინც პოეტობას იბრალებს)

პოეზია შემოვიდა მოდაში,
ყველას თავის ლექსის წერის სტილი აქვს.
ფურცელი და “პასტა” თუ გაქვს, მოეშვი,
დაწერე და გაეჯიბრე ილიას.

მერე რა რომ თავში აზრი არ მოგდის?
მთავარია მოიგო ეს შეჯიბრი,
შენი ლექსი ურითმო თუ გამოდის
დაწერე და დაუძახე ვერლიბრი.

უაზრო და ურითმებო რიტმები
არაუშავს თუ არ მოგწონს თვითონაც.
წერა იცი? ხოდა მწერლად ითვლები,
რით გჯობია ტიციანი ვითომ რა?

დღეს ხომ უფრო მეტი იცის თაობამ
ვინ უყურებს შენს ნაბღაჯნს თუ ნაწერებს?
ხოდა მიდი, მიდი არარაობავ,
მოდაშია? დაჯექი და დაწერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს