ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2011


***

ალბათ მიხვდები:
საათის ისრებს დასასრული არ უწერიათ,
ალბათ მიხვდები:
დღესა და ღამეს სიყვარული რომ არ სჩვევიათ.
რომ არც სიშორეს სჯერდებიან
და არც ქრებიან.

ალბათ გაიგებ:
რომ სიკვდილის წინ,
ყველა პოულობს გზას ზეცისაკენ.
ალბათ გაიგებ:
რომ სიცოცხლისას,
დასასრულზე არავინ ფიქრობს
და ცოხველები უფრო მეტად ღირსები არიან,
სიცოცხლისა და სიყვარულისა.

როცა შენც წახვალ,
სიკვდილის წინ შენც იპოვი გზას ზეცისაკენ,
როცა შენც წახვალ,
წარსულისკენ არც გაიხედავ
და არ ინანებ არც ერთ წუთს გასულს.
როცა შენც წახვალ,
ჩესვენები მიწის სიღრმეში
უჰაერობით შეიცვლება სხეულში სული.

და მერე მიხვდები:
საათის ისრებს დასასრული არ უწერიათ,
მერე მიხვდები:
დღესა და ღამეს სიყვარული რომ არ სჩვევიათ.
რომ არც სიშორეს სჯერდებიან
და არც ქრებიან.

ეგ დუმილი კი უჰაეროდ დაგრჩება ტანში.
და ვერ გაიგებ,
რომ ცხოველები უფრო მეტად ღისები არიან
სიცოცხლისა და სიყვარულისა,
რადგან ფიქრობენ, ეშინიათ და გზებს ეძებენ,
სიცოცხლისას თუ სიყვარულისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს