ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2011


ერთად

ყელში ამოვიდა ამდენი პროტესტი,
ეს ხალხიც, რომლებსაც აკრილით აქვთ მოხატული სახე,
უკვე დამღალა ამ გამომშრალმა დღეებმა,
ყოველმა ღამემ დამღალა გათენებით.
უნდა წავიდე აქედან,
ოღონდ წასვლამდე
კიდევ ერთ ღამეს  გავწვიმდები შენთვის
და მინდა იცოდე, რომ ეს წვეთებიც ჩვენია,
ეს წვიმა სხვას არ ეკარება
და მოდი ჩამეხუტე ისე ძლიერად, რომ ვიგრძნო,
რომ ეს სითბოა ჩემი გადამრჩენი.
მოდი, ერთად დავსველდეთ ამ წვეთებით.
მიმოიხედე ირგვლივ, აქ გზებია ათასი და
მე მხოლოდ ერთს გთავაზობ,
ჩამკიდე ხელი და ერთად დავემგზავროთ ერთ გზას,
თუნდაც შენ არჩეულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები