ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2011


მე-20 საუკუნის ქრონიკიდან

სცივაო ქალაქს, - პოეტები დარდობდნენ ფრიად,
მუზებს უხმობდნენ, სწორედ იმათ ჩვენც რომ ხარკს ვუხდით,
საკვირველია ამდენს ერთად, დიდსა და დიადს,
ეძალებოდათ საფიქრალი,  ერთადვე სწუხდნენ
ულექსო(ო)ბას, დარდობდნენ და შავ ღვინოს სვამდნენ,
იმეორებდნენ ახლის ნაცვლად  აწ უკვე ნათქვამს,

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი დაჰყურებდა მდუმარე თბილისს
და ფანტელ-ფანტელ თოვლს უთვლიდა გათანგულ ზამთარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები