ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2011


მიწა

ნოემბერმა გადამღება ზამთრის ფერით,
მაგრამ ახლა გრიზაილი მეფობს ჩემში.
ფოთლებისგან ხე მიკერავს ღამისპერანგს
ობოლი ვარ
და ამიტომ ვეცოდები.

ჩემზე ტყდება ავდრის წყრომა (მეხისტეხა).
თვალებს მიჭრის ბასრი ისრით
ვერაგი მზე.
დილაობით თმებში თრთვილიც მეხიზნება,
მეეზოვე უმოწყალოდ პერანგს მიხევს.

ასეთია თურმე წესი_
ფეხით მთელავთ.
ზოგჯერ მყიდით,მემართება ატროფია.
იცოდეთ,რომ  თქვენი სულის სახლი მე ვარ,
წლების მერე თქვენი ძვლების სარკოფაგიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები