 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2011 |
ადრე, ძალიან ადრე, ბავშვობაში ვწერდი ლექსებს, ახლა მინიმალისტურ პოეზიას რომ უწოდებენ. იმ ლექსებიდან ყველაზე მეტად ეს გახმაურდა:
სიკვდილი - - - - - - --
ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
ესეც მაშინდელია.გამოქვეყნებულიც იყო, მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.
ჩაშლილი პაემანი - - - - - -- - - -- - გულის დამასთან ეჩქარებოდა აგურის ვალეტს, მაგრამ ექვსიანს ზედ დაეცა პიკის ...საათი.
ეს - გაცილებით გვიანდელია, 1982 წელს დაიწერა, როცა თეო შემეძინა:
გათხოვლილი ქალის ლექსი - - - - - - - - - - -- - - - - -
დედი, დედამთილო, დაგნებდით! ჩვილის პერანგი - - ჩემი თეთრი ალამი.
ჩემი ბოლო, ,,სიტყვებიანი" მინიმალისტური ლექსი კი კონცეპტუალურადაც მინიმალისტური იყო, გრაფიკულადაც. ეს იყო თავისებური პოეტური ,,რედი მეიდიც" .ოთხი უმოკლესი სიტყვისგან შედგებოდა და საიდანაც არ უნდა წაგეკითხათ,ერთი და იგივე გამოდიოდა.გინდა თავიდან, გინდა-ბოლოდან, გინდა შუიდან და დედაენიდან გაღწევის შეუძლებლობაზე ,,მოთქვამდა" :
ჩაკეტილი დედაწრე! - - - - - - - - - - -- აი ია ია აი
ეს უკვე ნიშნავდა,რომ ჩიხს მივადექი. თუმცა წინ კიდევ ერთი მოკლე ნაბიჯი მელოდა. ეს ჩემი უძველესი პოეტური ექსპერიმენტიც, სათაურით ,,ბოლო" ამასთან იყოს, იმის საილუსტრაციოდ, თუ რა უკიდურესობამდე მივიდა ჩემში კრიზისი ლექსში ,,ზედმეტ" სიტყვებთან ბრძოლისა.
ბოლო - - - - - -...! -...?
...?! ...!
1982
ამას მოჰყვა რამდენიმეწლიანი სრული პაუზა, ვიდრე ახლიდან შევბედავდი სიტყვებით დანაღმულ პოეზიის ველში. მადლობა სიტყვებს, რომ მიმიღეს და ჩემზე შური აღარ იძიეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
არ ვიცოდი ეს და ძალიან მომეწონა.
ტბა - გულზე ხელებდაკრეფილი მდინარე.
აქ ჩუმად ვარ ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
არ ვიცოდი ეს და ძალიან მომეწონა.
ტბა - გულზე ხელებდაკრეფილი მდინარე.
აქ ჩუმად ვარ
16. დადუ ძვირფასო! რა ნაღვლიანი კომენტარია... დადუ ძვირფასო! რა ნაღვლიანი კომენტარია...
15. პირველი მომწონს... ლოგიკურად ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ პირიქითაც ხშირად ხდება და მაშინ როგორ უძახაინ ნეტავ შვილები მშობლებს? : | პირველი მომწონს... ლოგიკურად ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ პირიქითაც ხშირად ხდება და მაშინ როგორ უძახაინ ნეტავ შვილები მშობლებს? : |
14. მადლობა, ძვირფასებო, გულითადი გამოხმაურებებისათვის! მინიმალისტური პოეზიის მოყვარულებს კი ვჩუქნი ჩემს საყვარელ, ოთხსიტყვიან ლექსს, შექმნილს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ავტორი - ჯარჯი ფხოველი:
* * * ტბა - გულზე ხელებდაკრეფილი მდინარე.
მადლობა, ძვირფასებო, გულითადი გამოხმაურებებისათვის! მინიმალისტური პოეზიის მოყვარულებს კი ვჩუქნი ჩემს საყვარელ, ოთხსიტყვიან ლექსს, შექმნილს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ავტორი - ჯარჯი ფხოველი:
* * * ტბა - გულზე ხელებდაკრეფილი მდინარე.
13. მადლობა, ძვირფასებო, გულითადი გამოხმაურებებისათვის! მინიმალისტური პოეზიის მოყვარულებს კი ვჩუქნი ჩემს საყვარელ, ოთხსიტყვიან ლექსს, შექმნილს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ავტორი - ჯარჯი ფხოველი:
* * * ტბა - გულზე ხელებდაკრეფილი მდინარე.
მადლობა, ძვირფასებო, გულითადი გამოხმაურებებისათვის! მინიმალისტური პოეზიის მოყვარულებს კი ვჩუქნი ჩემს საყვარელ, ოთხსიტყვიან ლექსს, შექმნილს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ავტორი - ჯარჯი ფხოველი:
* * * ტბა - გულზე ხელებდაკრეფილი მდინარე.
12. უჰუმ.
ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
ეს მომწონს დიდი ხანია. უჰუმ.
ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
ეს მომწონს დიდი ხანია.
11. ეს ამპლუაც საინტერესოა, ავტორის მრავალფეროვან შემოქნედებაში ეს ამპლუაც საინტერესოა, ავტორის მრავალფეროვან შემოქნედებაში
10. "სიკვდილი" და "გათხოვილი ქალის ლექსი" ხარბედიას მიერ შედგენილი თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიიდან მახსოვს. დანარჩენებიც მახსოვს, ოღონდ არ მახსოვს საიდან:)
დიდებულია! "სიკვდილი" და "გათხოვილი ქალის ლექსი" ხარბედიას მიერ შედგენილი თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიიდან მახსოვს. დანარჩენებიც მახსოვს, ოღონდ არ მახსოვს საიდან:)
დიდებულია!
9. მე, ჩაშლილი პაემანი მომეწონა ძალიან! :) მე, ჩაშლილი პაემანი მომეწონა ძალიან! :)
8. ეჰ, ნეტა გაგძელებულიყო პაუზა......რას გაშლიდა ფრთებს ქართული პოეზია.......... ეჰ, ნეტა გაგძელებულიყო პაუზა......რას გაშლიდა ფრთებს ქართული პოეზია..........
7. არა, ბებია გიცხონდა სოსო ნადირაძე იგულისხმე! მომეშვი, ბოლოჯერ გაფრთხილებ! არა, ბებია გიცხონდა სოსო ნადირაძე იგულისხმე! მომეშვი, ბოლოჯერ გაფრთხილებ!
6. "у вора шапка горит!" :D მიხსენებიხარ სადმე, რენუარ? რად ნერვიულობ ასე ძილის წინ? და რა თავს იმართლებ? მიირთვი პიტნის ჩაი და სიამიანი ძილი შენ !!!
"у вора шапка горит!" :D მიხსენებიხარ სადმე, რენუარ? რად ნერვიულობ ასე ძილის წინ? და რა თავს იმართლებ? მიირთვი პიტნის ჩაი და სიამიანი ძილი შენ !!!
5. ნინო, როდესმე მითქვამს ახალი ჟანრი გამოვიგონე მეთქი? ილტოსპირელი შარზეა.
მე ვამბობ: "მინიმა" არ არის ჟანრი, ის ჩემი ლექსების სათაურები იყო, რომელიც რატომღაც გავრცელდა, ეტყობა მოეწონათ და რადგან არქმევენ ასე, მინდა მიმსგავსებული იყოს იმასთან, რაც მე ვიგულისხმე, ანუ კადრის აღწერა და მის უკან ამოსაკითხი სათქმელი. რა არის ამაში გაუგებარი?
მე ვიცი ეს ლექსები, რაც ახლა დადო ნინომ და მომწონს. განსაკუთრებით პირველი:) ნინო, როდესმე მითქვამს ახალი ჟანრი გამოვიგონე მეთქი? ილტოსპირელი შარზეა.
მე ვამბობ: "მინიმა" არ არის ჟანრი, ის ჩემი ლექსების სათაურები იყო, რომელიც რატომღაც გავრცელდა, ეტყობა მოეწონათ და რადგან არქმევენ ასე, მინდა მიმსგავსებული იყოს იმასთან, რაც მე ვიგულისხმე, ანუ კადრის აღწერა და მის უკან ამოსაკითხი სათქმელი. რა არის ამაში გაუგებარი?
მე ვიცი ეს ლექსები, რაც ახლა დადო ნინომ და მომწონს. განსაკუთრებით პირველი:)
4. ”სიკვდილი”, გამორჩეულია, თუმცა შემდეგი ორიც ძალიან კარგია. უბრალოდ, პირველი ძალიან მიყვარს:) წერილი კი, როგორც ყოველთვის, საინტერესო... ”სიკვდილი”, გამორჩეულია, თუმცა შემდეგი ორიც ძალიან კარგია. უბრალოდ, პირველი ძალიან მიყვარს:) წერილი კი, როგორც ყოველთვის, საინტერესო...
3. 1. საინტერესოა! მინიმალისტური პოეზიის ნიმუშები, ახლა რომ ზოგიერთს თავის აღმოჩენად მიაჩნია და ლამის ახალი სალიტერატურო ჟანრის ფუძემბდებლადაც კი მიაჩნია თავი (! - ),
მიშა, გითხარი თუ არა რომ თავი დამანებო?! ახლა მიიღებ! 1. საინტერესოა! მინიმალისტური პოეზიის ნიმუშები, ახლა რომ ზოგიერთს თავის აღმოჩენად მიაჩნია და ლამის ახალი სალიტერატურო ჟანრის ფუძემბდებლადაც კი მიაჩნია თავი (! - ),
მიშა, გითხარი თუ არა რომ თავი დამანებო?! ახლა მიიღებ!
2. რა საინტერესოა :) ასეთი ნინო პირველად დავინახე :)
ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
მართლაც რა ლამაზია?! ბევრ უხვსიტყვიან ლექსს ჯობს! :) რა საინტერესოა :) ასეთი ნინო პირველად დავინახე :)
ზეცის მეცხრე აივნიდან მშობელი გვიხმობს: _ გეყოთ თამაში, ძილის დროა, ამოდით მაღლა!
მართლაც რა ლამაზია?! ბევრ უხვსიტყვიან ლექსს ჯობს! :)
1. საინტერესოა! მინიმალისტური პოეზიის ნიმუშები, ახლა რომ ზოგიერთს თავის აღმოჩენად მიაჩნია და ლამის ახალი სალიტერატურო ჟანრის ფუძემბდებლადაც კი მიაჩნია თავი (! - :) ), დიდი ხანია, რაც არსებობს ქართული პოეზიაში. მინიმალისტური პოეზიის ნიმუშები მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიასიც იძებნება და მეოცე საკუნისაშიც! მსგავსი ნიმუშები მრავლად მაქვს წაკითხული მუხრან მაჭავარაიანის, ტარიელ ჭანტურიას, ვახტანგ ჯავახაძის, ვაჟა ხორნაულისა და სხვათა წიგნებში! აი, ახლა ქალბატონ ნინოსაც მოუტანია თავისი მინიმალისტური ლექსები! გავკადნიერდები და ვიტყვი, ადრეულ პერიოდში, "სახალისო პოეტურ-ვერსიფიკაციული ვარჯიშებისას" მეც მიწერია მსგავსი ფორმატის ლექსები. რამდენიმე მათგანი ახლაც მახსოვს:
* * * ქვეყანას საღათას ეძინა ძილით, მდუმარედ გამოსცდა ილია თერგს!.. მეორედ ნათლობა არ სურდა პოეტს და: "თერგდალეულიაო" - მაინცა თქვეს!..
* * * ოხ! ფიქრებს ჩემიდან შენამდე, ლამის არს, ხელებში შევადნე!..
* * * როგორც ნიავი ათამაშებს ქუჩაში ქაღალდს, ისე მექცევა წუთისოფლის მე ჩუმი სიო!..
მინიმალისტური ლექსი თავისთავად საინტერესო ფენომენია და ის ენის შესაძლებლობათა ამოუწურაობასა და შემოქმედის მხატვრულ-ვერსიფიკაციული ოსტატობის დიაპაზონზე მეტყველებს!
საინტერესოა! მინიმალისტური პოეზიის ნიმუშები, ახლა რომ ზოგიერთს თავის აღმოჩენად მიაჩნია და ლამის ახალი სალიტერატურო ჟანრის ფუძემბდებლადაც კი მიაჩნია თავი (! - :) ), დიდი ხანია, რაც არსებობს ქართული პოეზიაში. მინიმალისტური პოეზიის ნიმუშები მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიასიც იძებნება და მეოცე საკუნისაშიც! მსგავსი ნიმუშები მრავლად მაქვს წაკითხული მუხრან მაჭავარაიანის, ტარიელ ჭანტურიას, ვახტანგ ჯავახაძის, ვაჟა ხორნაულისა და სხვათა წიგნებში! აი, ახლა ქალბატონ ნინოსაც მოუტანია თავისი მინიმალისტური ლექსები! გავკადნიერდები და ვიტყვი, ადრეულ პერიოდში, "სახალისო პოეტურ-ვერსიფიკაციული ვარჯიშებისას" მეც მიწერია მსგავსი ფორმატის ლექსები. რამდენიმე მათგანი ახლაც მახსოვს:
* * * ქვეყანას საღათას ეძინა ძილით, მდუმარედ გამოსცდა ილია თერგს!.. მეორედ ნათლობა არ სურდა პოეტს და: "თერგდალეულიაო" - მაინცა თქვეს!..
* * * ოხ! ფიქრებს ჩემიდან შენამდე, ლამის არს, ხელებში შევადნე!..
* * * როგორც ნიავი ათამაშებს ქუჩაში ქაღალდს, ისე მექცევა წუთისოფლის მე ჩუმი სიო!..
მინიმალისტური ლექსი თავისთავად საინტერესო ფენომენია და ის ენის შესაძლებლობათა ამოუწურაობასა და შემოქმედის მხატვრულ-ვერსიფიკაციული ოსტატობის დიაპაზონზე მეტყველებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|