 | ავტორი: ბექზა ჟანრი: თარგმანი 26 სექტემბერი, 2011 |
ჩვენ ვისაუბრეთ მოკლედ და ტკბილად და ჟრუანტელი უვლიდა ფეხებს. მე დავუბრუნდი წვიმის ხეტიალს, შენ კი შემორჩი გამომშრალ ხმელეთს.
შენ რაც შესძელი, უფრო მეტია, ისე გაზრდილხარ ვერ გაწვდენ ხელებს.
ჩიტი მოაჯდა ჰორიზონტს - ღობის და თავის თავზე მიგალობს სევდას. მეც ამ ჩიტივით, როგორც გამომდის, შენთვის რომ ვგალობ გული კვლავ ფეთქავს.
იმედი მაქვს, რომ ეს ხმა შენც გესმის, ხმა გალობისა ჩემი ცრემლების.
დრო მიჰქრის სწრაფად, რეაქტიულად, გაზიარება გვრცხვენია ჩვენ კი. ვფიცავ, რომ ძალმიძს ცვლა რეალურად, ძნელი რატოა, რატოა შენთვის?...
ყველაფრის მიღმა ვიცვლები სრულად, შენს თავსაც, გთხოვ, რომ მოსთხოვო მეტი.
„სიყვარული“ რა მარტივად ითქმის... მას ეს დღეები, იცი, რომ ვსწავლობ?.. ვიცი სად გნახო, ყოველთვის თითქმის, სხვის ოთახში ხარ... და სხვასთან სახლობ...
ძნელია გასცე ეს საფასური და შენც გაზრდილხარ, რა თავგასული...
ამინდებს სჩვევიათ ექსტრემალობა, მაგრამ ცხენთა ცვლას რაღა აზრი აქვს?... გონიდან გასვლის მტკივა მრავლობა, ყოველი წამის, რომ ტკივილი მკლავს.
გრძნობის საბადო გულში დაცალე რაც ერთმანეთთან დავრჩით ცალცალკე...
Our conversation was short and sweet It nearly swept me off-a my feet And I'm back in the rain oh oh And you're on dry land You made it there somehow You're a big girl now.
Bird on the horizon sitting on the fence He's singing his song for me at his own expense And I'm just like that bird oh oh Singing just for you I hope that you can hear Hear me singing through these tears.
Time is a jet plane it moves so fast Oh but what a shame if all we've shared can't last I can change I swear oh oh See what you can do I can make it through You can make it too.
Love is so simple to quote a phrase You've known it all the time I'm learning it these days Oh I know where I can find you oh oh In somebody's room It's a price I had to pay You're a big girl all the way.
A change in the weather is known to be extreme But what's the sense of changing horses in midstream ? I'm going out of my mind oh oh With a pain that stops and starts Like a corkscrew to my heart Ever since we've been apart.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|