ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2011


ანტიქრისტე

მე დავიბადე ლოცვისას ღამით
ადამიანის არსზე საზეოდ
მაშინ სამყარო შეჩერდა წამით,
თუმცა ამინდი იყო სამზეო.

შავ ანგელოზის წიაღში ვიშვი
ადამიანთა ცოდვის ნაყოფად
შენმა ქმნილებამ დაკარგა შიში
შენი, მარადის რომ ხარ სამყოფად.

დაბადებისას დამწყევლე მაშინ
მერე რა, თუკი ველტვი დიდებას
მშობლის ბრალია მარტოდენ, ბავშვი
თუკი ასცდება ჭეშმარიტებას.

მე მიწაზე ვარ ადამის სახით
შენ ისევ ჯვარზე გაკრული დარჩი
შენ ისევ ზეცას შერჩი ღრუბლებად
რადგან ცოდვილთა ცხოვრების ჩარხი
ისევ გაწამებს დაუსრულებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები