აჰა, ეს შენი შემოდგომა, უკვე მომწყინდა, დიდი რამეა, თავსატეხად ფერებს ალაგებს. შემოდგომაა. ჩვეულებრივ, ფოთლები ცვივა, ყველაფერი კი, მაინც ისე, როგორც მანამდე.
*** რაში მჭირდება: დაღესტნური სამკაულებით - სერდოლიკებით, ქარვებით და ძოწეულებით... ეს ჟინიანი შემოდგომა, ეს მოცვისფერა, კუნელისფერა, შინდისფერა ეს სასწაული! ეს გაკრეჭილი ბროწეული - წითელკიჭება, ღობიდან როგორ გადმომძვრალა! ცელქია, ცელქი... სამაგიეროდ, მშვიდად, როგორც მეცხვარე ძაღლი, წევს საწნახელი მარანთან და თავისას ელის.
აქვე: აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე, ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა.
*** რაში მჭირდება ან ეს: მზიან ველზე ზვრებია, ყურძნის ჯიქნები ზვრებს სხივებით გადავსებია, მოთხუპნულია ტკბილი წვენით ციდა გოგონა, ყურძნის ჯიქნებს წოვს, როგორც, რა ვთქვა... როგორც ბოჩოლა. მორჩება რთველი და ”პლანებში” კამათელივით, გადაგორდება სხეულსავსე მეზობლის ქალი, -სამსე იყოჲ ყოველთვინ ვაზი! - გაიცინებენ, ხელს ჩაიქნევს და გაიცინებს ამ ქალის ქმარიც.
აქვე: აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
*** არადა, ტყეა - გადამდნარი მინერალები, თრიმლები გზაზე - შუქჩამდგარი მარჯნის ლამპები... შემოსულა და შემოდგომა, გიორგობისთვე, შემოსულა და... შემოსულა და შემოდგომა, ლალე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. რალამაზი ლექსია:) საუცხოოდ ლამაზი და ფერადი
აჰა, ეს შენი შემოდგომა, უკვე მომწყინდა, დიდი რამეა, თავსატეხად ფერებს ალაგებს. შემოდგომაა. ჩვეულებრივ, ფოთლები ცვივა, ყველაფერი კი, მაინც ისე, როგორც მანამდე.
ეს გაკრეჭილი ბროწეული - წითელკიჭება გახლეჩილიო, წითელკიჭება ბროწეულიო ....მმმმ :) რალამაზი ლექსია:) საუცხოოდ ლამაზი და ფერადი
აჰა, ეს შენი შემოდგომა, უკვე მომწყინდა, დიდი რამეა, თავსატეხად ფერებს ალაგებს. შემოდგომაა. ჩვეულებრივ, ფოთლები ცვივა, ყველაფერი კი, მაინც ისე, როგორც მანამდე.
ეს გაკრეჭილი ბროწეული - წითელკიჭება გახლეჩილიო, წითელკიჭება ბროწეულიო ....მმმმ :)
25. აჰა, ეს შენი შემოდგომა, უკვე მომწყინდა, დიდი რამეა, თავსატეხად ფერებს ალაგებს. შემოდგომაა. ჩვეულებრივ, ფოთლები ცვივა, ყველაფერი კი, მაინც ისე, როგორც მანამდე.
თქვენს ლექსებს სიმშვიდე მოაქვს.... აჰა, ეს შენი შემოდგომა, უკვე მომწყინდა, დიდი რამეა, თავსატეხად ფერებს ალაგებს. შემოდგომაა. ჩვეულებრივ, ფოთლები ცვივა, ყველაფერი კი, მაინც ისე, როგორც მანამდე.
თქვენს ლექსებს სიმშვიდე მოაქვს....
24. დიდი მადლობა ყველას:) დიდი მადლობა ყველას:)
23. მე მიყვარს აქ და ყოველთვის.....
მე მიყვარს აქ და ყოველთვის.....
22. მოგიკითხე, წავიკითხე, მოვიხიბლე, წავედი (კმაყოფილი). :) მოგიკითხე, წავიკითხე, მოვიხიბლე, წავედი (კმაყოფილი). :)
21. ..
ეს ლექსი ლიტ.გე-ზე ვნახე.
აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
ყველა სიკეთე. ..
ეს ლექსი ლიტ.გე-ზე ვნახე.
აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
ყველა სიკეთე.
18. საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), საოცარი ფერები! საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), საოცარი ფერები!
17. რა კარგი მოქცევაა დღეს ურაკზე კარგი ავტორების და კარგი ლექსების. 5.
რა კარგი მოქცევაა დღეს ურაკზე კარგი ავტორების და კარგი ლექსების. 5.
16. შემოსულა და .... ლალე :-* გენაცვალე და გენაცვალე :) შემოსულა და .... ლალე :-* გენაცვალე და გენაცვალე :)
15. რაში მჭირდება ან ეს: მზიან ველზე ზვრებია, ყურძნის ჯიქნები ზვრებს სხივებით გადავსებია, მოთხუპნულია ტკბილი წვენით ციდა გოგონა, ყურძნის ჯიქნებს წოვს, როგორც, რა ვთქვა... როგორც ბოჩოლა. მორჩება რთველი და ”პლანებში” კამათელივით, გადაგორდება სხეულსავსე მეზობლის ქალი, -სამსე იყოჲ ყოველთვინ ვაზი! - გაიცინებენ, ხელს ჩაიქნევს და გაიცინებს ამ ქალის ქმარიც. მეც კი სიამოვნებით გამეღიმა :) კაცს, უსაშველოდ სერიოზულს... რაში მჭირდება ან ეს: მზიან ველზე ზვრებია, ყურძნის ჯიქნები ზვრებს სხივებით გადავსებია, მოთხუპნულია ტკბილი წვენით ციდა გოგონა, ყურძნის ჯიქნებს წოვს, როგორც, რა ვთქვა... როგორც ბოჩოლა. მორჩება რთველი და ”პლანებში” კამათელივით, გადაგორდება სხეულსავსე მეზობლის ქალი, -სამსე იყოჲ ყოველთვინ ვაზი! - გაიცინებენ, ხელს ჩაიქნევს და გაიცინებს ამ ქალის ქმარიც. მეც კი სიამოვნებით გამეღიმა :) კაცს, უსაშველოდ სერიოზულს...
14. ძალიან ლამაზია:) ძალიან ლამაზია:)
13. რა ვი, ,მე ქალაქშიც მომწონს შემოდგომა და სოფელშიც, რა ვი, ,მე ქალაქშიც მომწონს შემოდგომა და სოფელშიც,
12. უკვე ზედიზედ მეოთხე ლექსს ვკითხულობ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ... დაიმახსოვრეთ, ხალხო, 6 ოქტომბერი :) უკვე ზედიზედ მეოთხე ლექსს ვკითხულობ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ... დაიმახსოვრეთ, ხალხო, 6 ოქტომბერი :)
11. ძალიან ძალიან ლამაზია ++ (მეტის უუფლებო) ძალიან ძალიან ლამაზია ++ (მეტის უუფლებო)
10. ეს სეზონები რომ მოდის ლექსებში კომბაინივით მიყვარს : ) ეს სეზონები რომ მოდის ლექსებში კომბაინივით მიყვარს : )
9. რა მადლიანი ლექსია?! 55555! რა მადლიანი ლექსია?! 55555!
8. რა კარგად ამბობ, ლელა, რა ლამაზად...:) რა კარგად ამბობ, ლელა, რა ლამაზად...:)
7. არადა, ტყეა - გადამდნარი მინერალები, თრიმლები გზაზე - შუქჩამდგარი მარჯნის ლამპები... რა კარგიააა...555 მართლაც და სად ქალაქის ფერმკრთალი შემოდგომა და სად სოფლის....- ქარვისფერა...:-* არადა, ტყეა - გადამდნარი მინერალები, თრიმლები გზაზე - შუქჩამდგარი მარჯნის ლამპები... რა კარგიააა...555 მართლაც და სად ქალაქის ფერმკრთალი შემოდგომა და სად სოფლის....- ქარვისფერა...:-*
6. აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
რა ლამაზი,რა მყუდრო.ზომიერად სევდიანი და სითბოც რომ ტრიალებს მაინც... აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
რა ლამაზი,რა მყუდრო.ზომიერად სევდიანი და სითბოც რომ ტრიალებს მაინც...
5. აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
ქალბატონო ლელა,ამ ლექსით თითქოს ჩემი აზრები წაიკითხეთ...დღეს დილით რომ მივდიოდი უნივერსიტეტსში, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი,როგორი ერთფეროვანია ქალაქში შემოდგომა,ზამთარი და ამავდროულად მოსაწყენიც...უბრალოდ უნდა გაუძლო და მეტი არაფერი...მერე წარმოვიდგინე შემოდგომა სოფელში და ჩემი მამიდაშვილები გამახსენდნენ,რომლებიც სოფელში წავიდნენ რთველში და მათი შემშურდა...მერე ოცნებებში წავედი და რამოდენიმე ადამიანს დავეჯახე კიდეც,სანამ მივიდოდი დანიშნულების ადგილას... :D მოკლედ,ლექსი ძალიან მომეწონა და თქვენის ნებართვით, ჩემს დღიურში წავიღებ :) :) :) აქ ყველაფერი ისევ ისე, როგორც მანამდე: ქალაქში მხოლოდ ფოთლები და ფოთლები ცვივა. აქ არაფერი, არაფერი ამგვარი, მსგავსი, უბრალოდ, მოდის ზამთარი და ისე აცივდა… საღამოობით ჟინჟლავს (ბჟოლებს აქ არ აჟრჟოლებს), პატარა ჩიტი ზის მავთულზე (არა - ლატანზე), აქ შემოდგომა, ეს უბრალოდ, წლის სეზონია, გინდა, არ გინდა, ინერტულად გადასატანი.
ქალბატონო ლელა,ამ ლექსით თითქოს ჩემი აზრები წაიკითხეთ...დღეს დილით რომ მივდიოდი უნივერსიტეტსში, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი,როგორი ერთფეროვანია ქალაქში შემოდგომა,ზამთარი და ამავდროულად მოსაწყენიც...უბრალოდ უნდა გაუძლო და მეტი არაფერი...მერე წარმოვიდგინე შემოდგომა სოფელში და ჩემი მამიდაშვილები გამახსენდნენ,რომლებიც სოფელში წავიდნენ რთველში და მათი შემშურდა...მერე ოცნებებში წავედი და რამოდენიმე ადამიანს დავეჯახე კიდეც,სანამ მივიდოდი დანიშნულების ადგილას... :D მოკლედ,ლექსი ძალიან მომეწონა და თქვენის ნებართვით, ჩემს დღიურში წავიღებ :) :) :)
4. მიხარია აქაც რომ ვნახე!.. :) მიხარია აქაც რომ ვნახე!.. :)
3. :) აქაც სიამოვნებით წავიკითხე! :) აქაც სიამოვნებით წავიკითხე!
2. სოლე, მეც მოგიკითხეო:) სოლე, მეც მოგიკითხეო:)
1. საყვარელი ლექსია,ლელ!განსხვავებულია შენი სხვა ლექსებიდან ისე, თუ მომეჩვენა? მოგიკითხე!:-* საყვარელი ლექსია,ლელ!განსხვავებულია შენი სხვა ლექსებიდან ისე, თუ მომეჩვენა? მოგიკითხე!:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|