ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-გაბეჩავა
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2011


****

იქ მე და შენ ერთმანეთს ვუღიმოდით.
ვსეირნობდით რომელიღაც ბაღში.
იღიმოდნენ გაზაფხულის სითბოთი ტუჩებდახეთქილი კვირტები...
თვით მიწამ აგვიყვანა ხელში...
და ჩვენ დავუტოვეთ ლამაზი ნაფეხურები ხელისგულებზე.
***

სიყვარულია მზე...
აბა შეხედეთ.
განა შეუძლია ასე სიძულვილს გაანათოს?
დარდს გაანათოს?
ციმციმებს მზე.
ჩვენთვის მწვანდება, ჩვენთვის ყვითლდება ჩვენთვის წითლდება...
უხარია მზეს.
მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვათბოს.
რომ ჩვენც გვიხაროდეს.

მიხარიხარ მზეო!
თუ შეგცივდა გაგათბობ.
რა იცი, იქნებ  სულაც არ გატყუებ.
როგორ მყვარებიხარ, ეხ...

არ ჩაგვიქრე მზეო!!!

***

გოგო:
-მიდი...
-იქ მე ვარ...
-წადი..
-იქ მე ვარ..
-მოდი აქაც მე ვარ.
-შემოგეღობები გინდა?...
-ცივი ნიავითაც გაგათბობ...

ბიჭი: ჯერ კიდევ სძინავს...

გოგო:
-ნეტავ სადაა ახლა?
-დღეს ვნახავ?
-ნეტავ როგორ არის?

ბიჭი ჯერ კიდევ სძინავს...

გოგო:
-რა გავაკეთო...
-რა ვქნა...
-როგორ გავაგებინო?
=ან ვის ვუთხრა?
ბიჭი ჯერ კიდევ სძინავს...

გოგო: როგორ გაგახარებდი...
-როგორ გაგათბობდი.
-როგორ ვიზრუნებდი შენზე.
-რომ გიყვარდე რა მაგარი იქნება...
-იქნებ მართლა გიყვარვარ?

ბიჭი: ჯერ კიდევ სძინავს...

ლამაზი დილა...
გოგო: რა ბედნიერი ვარ შენთან ერთად...რომ მე შენი მეუღლე მქვია...
-ვერ ეტევა ჩემში ის სიხარული, რომ გიყვარვარ.
-რა ლამაზია ეს სოცოცხლე!
ბიჭი: ჯერ კიდევ სძინავს...
წუხელ თამადა იყო...
გვერდით მინი მაცივარში მისი საყვარელი ლუდის რამოდენიმე ბოთლი...
გოგო: ბიჭის ხელისგულზე სახეს ადებს და უყურებს მძინარეს...გიჟდება ამ სითბოზე...
ტიკტიკებს ჩიტის გულივით- მიყვარხარ!!!

ბიჭი: ჯერ კიდევ სძინავს..
ანუ უკვე ასე ვთქვათ გაღვიძების წინა სტადიაშია, როდესაც გონებას ექვემდებარება გაიღვიძო, ან ისევ გააგრძელო ტკბილი ძილი...

ფიქრობს:
რა ძალიან მაგარი პახმელია ელოდება...
-როგორ ვაწვალე ჩემი სიცოცხლე, ახლა ალბათ ასჯერ უფრო მეტად შევიყვარებ და გავახარებ! გავაოცებ ჩემი მისდამი უსაზღვრო სიყვარულით და მოფერებით...თან ერთ ბოთლს სულმთოუთქმელად დავცლი... თუმცა მისთვის სითბო არასდროს დამიკლია, მაგრამ ის უსასრულოდ მეტს იმსახურებს! ბიჭს მისდამი უსაზღვრო პატივისცემის და სითბოს ჩუქების, მოფერების გრძნობა უჩნდება...

ბიჭი: იღვიძებს სასწრაფოდ.
აღარც გოგოა, აღარც ლუდი და აღარც მინი მაცივარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები