ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადაფრინდა ჩიტი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2011


წუხელ...

წუხელ თოვდა და მოდიოდა ფანტელი ნელა,
შლიდა ბილიკებს,ცოდვების გზებს მოსავდა თეთრად...
სახლში ვიყავი? არა!გარეთ გავედი ხელად,
იქ არვინ იყო, გარდა ერთის, მავალის კენტად.
ლამაზი იყო?
ლამაზიო?! ვინ იტყვის ნეტავ?
ალბად უფალმა გამოგზავნა ჩემ გულის მწველად...
რად იყო მარტო?
მკითხავთ ალბად მკითხველნო ყველა,
არ ვიცი... განა ვინმემ იცით რისთვის ხართ ქვეყნად?
აგვიღწერეო!
მითხრეს, გულით ელოდნენ პასუხს,
ვინმე ეყოფა სიტყვები და აღწერს სასწაულს?
მიხვედი? ნახე?
არ ცხრებოდა პატარა გოგო...
არა! შორიდან მწვავდა, ახლოს მივსვლოდი? როგორ?!
მაშ ამით მორჩა?
კვლავ იკითხა იმ ციცქნა გოგომ.
არც დაწყებულა, დამთავრებით ვამთავრებ მხოლოდ...
და რომ იპოვო?
შემომესმა ზურგს უკან ბგერა...
შევტრიალდი და დავინახე.... ის იყო დედა...
მწვანე თვალებით მიმზერდა და ელოდა პასუხს,
შემდეგ მოვიდა, ჩემთან ახლოს... ავღწერო? არ მსურს...
და რომ იპოვო?
გაიმეორა იგივე ისევ...
ვაიმე, გულო, ნეტავ ამდენს როგორღა ითმენ?!
მან გაიღიმა,მდუმარება წამებში შობა...
მერე იგივე, ნაცნობი ხმით დაიწყო თხრობა:
რად იყო მარტო?იკითხეთ ხომ?
გიპასუხებთ, რომ არ იყო მარტო...
ოცნებებში ეძებდა სატრფოს...
საიდან იცი?
ვიზეც ყვება, იმას თუ იცნობ?
არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ! არ ვცდები ვფიქრობ...
რად იყო ღამე, თოვლში, უხმოდ მავალი, კენტად?
გაინტერესებთ? მომისმინეთ, მოვყვები ეხლა...
თოვლი მოვიდა, გაანათა ღამის სიბნელე...
თითქოს ნათელმა მოიცვაო ქვეყნის სიძნელე...
უბიწო თოვლი საბნად მიწას გადაეფარა
და ბოროტებაც სათნოებას ვერ დაემალა...
ვინმე დარჩება ნეტავ ამ დროს,ფხიზელი სახლში?
ყველა ცდილობს რომ გავიდეს გარეთ, ნახოს ეს ცხადში...
მეც იმათ შორის...
უცებ ტალღამ გადამიარა...
ის არის ღმერთო! ჟრუანტელმა კვლავ დამიარა...
იმ დროს იქ ვიყავ მარტოდ ვგრძნობდი თავს ცხოვრაბაში...
ფანტაზიაში ვიყავით ორნი!
და მე რომ ვდუმდი გასაკვირი არცაა მგონი...
მაგრამ შევმცდარვარ...
თქვა და ქელი მომხვია მაგრად...
ჩემსავით ესეც თვალნათლივ გრძნობს წმინდას და ალალს...
იმ ღამეს ორნი ვიყავით იქ ერთურთის ნატვად...
და იმედი მაქვს, რომ ვიქნებით ყოვლთვის, მარად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები