მიმწუხრის მისტერია
მწუხრის მწირ, წმინდა ნათელს მიმცვრევს უცხო ფრინველი - ნათლისფერ ფარნით, ჯადოსნურით და ხელთუქმნელით... უხილავი რამ და უწონო სივრცის მზვერავი...
ცა კი... თავად ცა... მიჰქრის უცხო მიმართულებით, უჩინმაჩინის ეტლში ვარსკვლავთრემაშებმული... მე კი როგორ მსურს, რა უსაზღვრო თავდავიწყებით - ანუ ბავშვური სიგიჟით და ჟინით ულევით ამ უდიადეს დოღში გარევა!..
მაგრამ ხმა - ეგზომ იდუმალი და ეგზომ სულისგულში ჩამწვდომი, სხვას ჩამაგონებს, სხვას მაძალებს, სულ სხვა რამისკენ შეუმჩნევლად მიბიძგებს ისე, კვნიწი უარიც არ ფაჩუნობს ამ დროს ჩემს გულში და სიხარულით მივდევ მის თრთოლვას უმსუბუქესი თითქოს თავად ჩემივ ლანდისა...
და მეყვსეულად სულ სხვა, პირველქმნილ და მარად ცინცხალ სიბრძნეს ვუღებ გულის და სულის ბჭეკარს ყურთამდის ყოველ მხრიდან რომ თითქოს უმშვიდეს შეგონებად შემოდის ჩემში ამ მიმწუხრის ჟამს როგორც ნათელი უხუნარი განთიადისა...
და მეც გულმშვიდად ვუბრუნდები ღვთივნაბოძებ ჭურჭელს ჩემივეს, მოჟრიამულე ოცნებებთან დაუღალავად სანავარდოდ გულმიშვებული... და ჩამომესმის ყველა ციდან ასე უბრალოდ:
- ვერ ამაღლდება ზეცად ვერავინ, ვინც თუნდაც ერთხელ ზეციდანვე არ დაშვებულა!!!
29. 10. 2011
ანდერძნამაგივით ,,მეორე მეს ‘’
გავტყდებით მაგრამ არასოდეს გავიღუნებით!.. ტ. ტაბიძე
დღე თუ მოვკვდებით - ღამე ვიშვებით და კვლავ ვუმღერებთ მზეს და რიჟრაჟებს და სურნელს - სარკმელს მომწყდარ ფიჭვების - კვლავაც ვასუნთქებთ ლექსებს გიჟმაჟებს!..
იოლად მკვდარიც ვერ გავცივდებით, ჰგონიათ ვით ჩვენს ბრიყვ მტერ-მოყვარეთ!.. თუმცა ერთხელაც თავად მიხვდები, სულ სხვა სიცოცხლე როგორ მოგვპარეს!..
მაინც ცად ფრენენ ჩვენი ჩიტები და კვლავაც მათი ჟრუნით ვმშვიდდებით, ვიშვიშს გვიშენენ გარეშემო შურის მშვილდები და მაინც დღემდე ვერც გაგვტეხეს და ვერც მოგვხარეს!..
ავი სიზმრებიც ვერ აგიხდება, და შუბლზე ჯვარიც ისე გიხდება - ამაყად ივლი შენ უჩემოდაც!.. ბჭეს მოგვდგომიან სხვა ამინდები... ცრუზღაპრებით კი ნუ გაბრიყვდები - კვლავ ისე სწირვენ, როგორც სჩვეოდათ!..
29. 10. 2011.
ძგერამიმჩხრალი გულისა და ჟერაც ჩაუმცხრალი კოცონების ბალადა-სონეტი
გულში ცეცხლის ვარდს რომ რგავდი, ვით არ წამერთმოდა ღონე?!. სიზმრის აცხადებას ჰგავდი - სიყრმრ ამოდ შემიღონე...
ცეცხლშეგზნებულს ჰგავდა მზის სახლს მეცხრე ცის ვარვარა თონე, გული ჩემი ცინცხალ-ცინცხალს ლექსთა გიკონავდა კონებს...
თავად უბრძნეს გულთამხილველს გაიხდიდი მორჩილს მონებრ... მეცხრე ცის გამსგავსე ფრინველს, უხმოდ გეყმე და გემონე... გულიც გიფეშქაშე ფიცხლად არც რამ სხვა განძისა მქონემ...
რაც იმ გულის ძგერა მიწყდა ( და ღდინზედაც მიწყდა, ვგონებ!.. ), რამდენი რამ დამავიწყდა, ვერც რომ როსმე მოვიგონებ...
29 10. 2011
მოგესალმებით ავადმყოფის სარეცლიდან დიდი ხნით იძულებით სანატრელად ქცეულ ყველა მეგობარს, რომელთაც იმედია, ჯერ კიდევ ვახსოვარ! თუმცაღა მე კი ვარ ჯერ კიდევ სარეცელს მიჯაჭვული, მაგრამ ეს ახალი ტექსტები შეიძლება მხოლოდ პოეზიით იყვნენ სნეულნი და სათაურიც მხოლოდ ამაზე მიანიშნებდეს... მალე საინტერესო და დაუვიწყარ შეხვედრებზე შეხვედრის სურვილითა და იმედით!
მარად თქვენი იმო ბაბუ
29. 10. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "ვერ ამაღლდება ზეცად ვერავინ, ვინც თუნდაც ერთხელ ზეციდანვე არ დაშვებულა!!!"
ბრავოოოოო!!!
"იოლად მკვდარიც ვერ გავცივდებით, ჰგონიათ ვით ჩვენს ბრიყვ მტერ-მოყვარეთ!.. თუმცა ერთხელაც თავად მიხვდები, სულ სხვა სიცოცხლე როგორ მოგვპარეს!.."
კარგი მიგნებაა... გულში მომხვდა. "ვერ ამაღლდება ზეცად ვერავინ, ვინც თუნდაც ერთხელ ზეციდანვე არ დაშვებულა!!!"
ბრავოოოოო!!!
"იოლად მკვდარიც ვერ გავცივდებით, ჰგონიათ ვით ჩვენს ბრიყვ მტერ-მოყვარეთ!.. თუმცა ერთხელაც თავად მიხვდები, სულ სხვა სიცოცხლე როგორ მოგვპარეს!.."
კარგი მიგნებაა... გულში მომხვდა.
11. დავეთანხმები ჰა-რა-ლე-ს: "ოეზიის მხრივ, საოცარ ფორმაში რომ ხართ"... +5 დავეთანხმები ჰა-რა-ლე-ს: "ოეზიის მხრივ, საოცარ ფორმაში რომ ხართ"... +5
10. როგორი საოცარი და უცნაურად სევდიანი პოეზიაა!
უფალმა დაგლოცოთ ბატონო იმო! ჯანმრთელად და მხნედ გამყოფოთ დედაღვთისამ!
როგორი საოცარი და უცნაურად სევდიანი პოეზიაა!
უფალმა დაგლოცოთ ბატონო იმო! ჯანმრთელად და მხნედ გამყოფოთ დედაღვთისამ!
9. ავტორი: იმო ჯახუანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29 ოქტომბერი, 2011
ავტორი: იმო ჯახუანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29 ოქტომბერი, 2011
7. ფიზიკურის რა გითხრა, მაგრამ პოეზიის მხრივ, საოცარ ფორმაში რომ ხარ ჩემო იმო, ეგ ნაღდია! პირველი გულს მწყვეტს, მეორე კი საოცრად მახარებს, მეგობარო. ფიზიკურის რა გითხრა, მაგრამ პოეზიის მხრივ, საოცარ ფორმაში რომ ხარ ჩემო იმო, ეგ ნაღდია! პირველი გულს მწყვეტს, მეორე კი საოცრად მახარებს, მეგობარო.
6. გვახსოვხარ კი არა და ძალიანაც გვიყვარხარ იმო ბიძია...გენაცვალეთ :) გვახსოვხარ კი არა და ძალიანაც გვიყვარხარ იმო ბიძია...გენაცვალეთ :)
5. იმედო , ბატონო მიგიკითხავ პატივისცემითა და სიყვარულით , ჯანმღთელობას და ყოველივე სიკეტეს გისურვებთ, თქვენი ლექსები კი კვლავაც ძველებურად ნაღდები არიან. იმედო , ბატონო მიგიკითხავ პატივისცემითა და სიყვარულით , ჯანმღთელობას და ყოველივე სიკეტეს გისურვებთ, თქვენი ლექსები კი კვლავაც ძველებურად ნაღდები არიან.
4. ძალიან მიყვარხართ, იმო ძია. ძალიან. ძალიან მიყვარხართ, იმო ძია. ძალიან.
3. მშვიდობა თქვენს გამოჩენას იმო ძია. მომენატრეთ თქვენი ლექსებითურთ. ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ პირველ რიგში. კიდევ ბევრი კარგი ლექსი დაგეწეროთ. მშვიდობა თქვენს გამოჩენას იმო ძია. მომენატრეთ თქვენი ლექსებითურთ. ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ პირველ რიგში. კიდევ ბევრი კარგი ლექსი დაგეწეროთ.
2. მოგვენატრეთ, თქვენს ტკბილქართულ და ძარღვიან ლექსებთან ერთად!...
მოგვენატრეთ, თქვენს ტკბილქართულ და ძარღვიან ლექსებთან ერთად!...
1. ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ბრძნული და სევდიანი ლექსები, " და სიხარულით მივდევ მის თრთოლვას უმსუბუქსესი თითქოს თავად ჩემივ ლანდისა.." გისურვებთ გამოჟანმრთელებას, იმედი და სურვილი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ბრძნული და სევდიანი ლექსები, " და სიხარულით მივდევ მის თრთოლვას უმსუბუქსესი თითქოს თავად ჩემივ ლანდისა.." გისურვებთ გამოჟანმრთელებას, იმედი და სურვილი ნუ მოგიშალოს ღმერთმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|