ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
4 ნოემბერი, 2011


Александр Пушкин - Няне

ერთგულოვ ჩემო ავბედით დღეთა,
შენ, ჩემო მტრედო ძალამიხდილო!
გარს გახვევია უღრანი ტყე და
ჩემს მოლოდინში ფიჭვნარი გჩრდილობს.

შენი სარკმლის წინ ციცინათელებს
გლოვობ და გლოვობ, თითქოს საათის
ბზრიალა ისრებს წუთით ანელებს
- დაკოჟრილ ხელთა ნაზი ტაატი.

შენ დავიწყებულ ჭიშკარს გასცქერი
და შავ-შორეულ გზას თვალს უსწორებ:
ლოდინი, სევდა, დარდის ნამქერი
გივიწროვებს მკერდს ხშირად უფრორე.



Подруга дней моих суровых,
Голубка дряхлая моя!
Одна в глуши лесов сосновых
Давно, давно ты ждешь меня.

Ты под окном своей светлицы
Горюешь, будто на часах,
И медлят поминутно спицы
В твоих наморщенных руках.

Глядишь в забытые вороты
На черный отдаленный путь;
Тоска, предчувствия, заботы
Теснят твою всечасно грудь.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები