ბაბუს გამხარებელი ლექსოს ლექსი
ლექსომ ბაბუ, ავადმყყოფი, ინახულა ლაზარეთში, გაუხარა ბაბუს გული, ტკივილებიც დაავიწყა! აწი რა წამალი მინდა, სახვევიც კი ზედმეტია, რადგანაც სულ ჩემად იქცა მზეც, ვარსკვლავიც, ცაც და მიწაც! ჩემი გული წამში მეცხრე ცას და ყველა ვარსკვლავს მისწვდა! სნეულებამ დაიხია, გული შვებით გალიცლიცდა!
არ მეგონა, ავადმყოფის ასე უცებ განკურნება ღიმილის და სიხალისის მეყვსეულად დაბრუნება, თუ შეეძლო ღიმილიან ბიჭის შემობაკუნებას!
და თავადაც უხარია, ბაბუამ რომ გაიხარა, სურათებს რომ უღებს ბაბუ, ის ლექსებს რომ ამბობს ახალს...
დედიკოსაც, ბებიასაც მხიარულებს როცა ხედავს, უკვე სჯერა, მალე ბაბუ შინ იქნება ისევ მხნედ და
მერე - ჰერი!.. ისევ ისე სეირნობა ერთად გარეთ! მთაზე ასვლით, ბაღში წასვლით, ისევ ერთად გავიხარებთ! კვლავ ვეწვევით მაღაზიებს, ამდენი ხნის უნახავებს, ისევ ერთად ამოვარჩევეთ პიპიებს და ,,ფიფინავებს“
ბაბუ ბევრჯერ გაახარებს ლექსოს ლამაზ საჩუქრებით, ხოლო ლექსოს კარგი ქცევით გაეშლება ბაბუს მხრები!
9 . 11. 2011`
ბადიშთა მონატრებისა
გუშინ ლექსომ მინახულა ამიხილა სნეულს თვალი... მაგრამ - ჩემი გიო ბიჭი, მაგრამ - ჩემი თამარქალი?!.
მაგრამ ჩემი სხვა ბიჭები, კაცობაში ფეხს რომ დგამენ, განა ნაკლებ მომენატრნენ, ვისზეც ვფიქრომ დღე და ღამე?!.
თუმცა უკვე უფლის მადლით გავლილია სიმწრი დღენი!. სნეულების ნავლი მიაქვს ჟამს ყოველდღე ფრენა-ფრენით!..
და სულ მალე ძველებურად, მჯერა, ერთად რომ ვიხარებთ, ისევ ერთად მოვიხილავთ მონატრებულ არემარეს. ისევ ერთად მოვუვლით და მივხედავთ ჩვენს არემარეს!
მალე ისევ გაბრწყინდება საყვარელი ჩვენი მხარე... ხალისი და სიხარული დაივანებს ქვეყნად მალე!..
ღმერთო! ამას მომასწარი, ეს ვედრება შეიწყნარე, მერე ჩემი მჭლე ძვალხორცი როგორც გინდა მოიხმარე!!!
10. 11. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უსაყვარლესი ლექსებია, ძია იმედო! საოცარი ბაბუა ხართ...
უსაყვარლესი ლექსებია, ძია იმედო! საოცარი ბაბუა ხართ...
6. ღმერთმა არ მოგიშალოთ მონაგარის სითბო და სულ შვებით "გაგილიცლიცოთ გული"... უთბილესი ლექსებია. ჯანმრთელობას და სულის მხნეობას გისურვებთ! ღმერთმა არ მოგიშალოთ მონაგარის სითბო და სულ შვებით "გაგილიცლიცოთ გული"... უთბილესი ლექსებია. ჯანმრთელობას და სულის მხნეობას გისურვებთ!
5. და სულ მალე ძველებურად, მჯერა, ერთად რომ ვიხარებთ, ისევ ერთად მოვიხილავთ მონატრებულ არემარეს. ისევ ერთად მოვუვლით და მივხედავთ ჩვენს არემარეს!
ასეც იქნება ,იმო ძია! გაიხარეთ შვილიშვილებში :)
და სულ მალე ძველებურად, მჯერა, ერთად რომ ვიხარებთ, ისევ ერთად მოვიხილავთ მონატრებულ არემარეს. ისევ ერთად მოვუვლით და მივხედავთ ჩვენს არემარეს!
ასეც იქნება ,იმო ძია! გაიხარეთ შვილიშვილებში :)
4. ღმერთმა გიმრავლოთ:) თქვენ კი მათ იმედად დიდხანს გამყოფოთ:) ღმერთმა გიმრავლოთ:) თქვენ კი მათ იმედად დიდხანს გამყოფოთ:)
3. ბრწყინვალე ლექსი , ოპტიმისტური განწყობით, გწამდეთ, გჯეროდეთ, თქვენ კარგად იქნებით და ბადიშებიც თავს შემოგევლებათ, , ბევრჯერ მოგიწევთ მათთვის ლამაზი და სამხიარულო ლექსის მიძღვნები! ბრწყინვალე ლექსი , ოპტიმისტური განწყობით, გწამდეთ, გჯეროდეთ, თქვენ კარგად იქნებით და ბადიშებიც თავს შემოგევლებათ, , ბევრჯერ მოგიწევთ მათთვის ლამაზი და სამხიარულო ლექსის მიძღვნები!
2. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ ბადიში! ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ ბადიში!
1. არ მეგონა, ავადმყოფის ასე უცებ განკურნება ღიმილის და სიხალისის მეყვსეულად დაბრუნება, თუ შეეძლო ღიმილიან ბიჭის შემობაკუნებას!
მერე - ჰერი!.. ისევ ისე სეირნობა ერთად გარეთ!
გუშინ ლექსომ მინახულა ამიხილა სნეულს თვალი... მაგრამ - ჩემი გიო ბიჭი, მაგრამ - ჩემი თამარქალი?!.
მაგრამ ჩემი სხვა ბიჭები, კაცობაში ფეხს რომ დგამენ, განა ნაკლებ მომენატრნენ, ვისზეც ვფიქრომ დღე და ღამე?!.
შემოგევლეთ, ძია იმო. ღმერთმა გიმრავლოთ ეს პატარა ანგელოზები,თქვენი პატარა დიდი სიცოცხლეები.
არ მეგონა, ავადმყოფის ასე უცებ განკურნება ღიმილის და სიხალისის მეყვსეულად დაბრუნება, თუ შეეძლო ღიმილიან ბიჭის შემობაკუნებას!
მერე - ჰერი!.. ისევ ისე სეირნობა ერთად გარეთ!
გუშინ ლექსომ მინახულა ამიხილა სნეულს თვალი... მაგრამ - ჩემი გიო ბიჭი, მაგრამ - ჩემი თამარქალი?!.
მაგრამ ჩემი სხვა ბიჭები, კაცობაში ფეხს რომ დგამენ, განა ნაკლებ მომენატრნენ, ვისზეც ვფიქრომ დღე და ღამე?!.
შემოგევლეთ, ძია იმო. ღმერთმა გიმრავლოთ ეს პატარა ანგელოზები,თქვენი პატარა დიდი სიცოცხლეები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|