1959 წლის 17 მარტს, 18 საათზე, თბილისის მეოთხე საავადმყოფოს ეზოში, ამავე საავადმყოფოს ელექტრო_მექანიკოსმა, ვლადიმერ მურადოვმა, იქვე, ქვის კიბესთან, სადაც ბეტონის ფილები ეწყო, შემთხვევით შეამჩნია, რომ იწვა მამაკაცი. კარგად რომ დააკვირდა, ¬იცნო ქვაფენილს დანარცხებული გალაკტიონ ტაბიძის ცხედარი. ასე დასრულდა მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი ლირიკოსის ფიზიკური სიცოცხლე. მანამდე კი?! როგორ მივიდა იგი ამ ნაბიჯამდე? აი კითხვა, რომელზედაც არსებული ეპოქისა და პოეტის ცხოვრების სრული ანალიზის გარეშე პასუხი არ გაეცემა. როცა პოეტის ტრაგიკულ ბედზე ფიქრობ, უნებურად გახსენდება ჰაინეს სიტყვები: `თუკი სამყარო გაიბზარება, პოეტის გულზე გაივლის ბზარი~. მაინც როგორი იყო ის სამყარო, უფრო სწორად, ის ეპოქა, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, შეეძლო თუ არა მას"პოეტის გულზე ბზარის დაჩნევა". "წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი". ერთი ეპოქა კი გათავდა, მაგრამ დაიწყო მეორე, უფრო "დიდი" ეპოქა, ეპოქა ძველის ნგრევის, კატაკლიზმებისა და ახალი იდეოლოგიის დამკვიდრებისა. ყოველი ჭეშმარიტი პოეტის ფიქრის მაგისტრალური ხაზი სამშობლოზე გადის და 1917 წლით დათარიღებულ შედევრში "მზეო თიბათვისა". გალაკტიონი ასე ლოცულობს: "ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები". ბედისწერა კი მის სამშობლოს სწორედ ქარტეხილს უქადის. დგება 1924 წელი და ქართული ინტელიგენციის გენოციდი. გზის¬პირებსა და ვაგონებში იხოცება ათასობით უდანაშაულო ადამიანი. ქვეყანაში ორი მთავარი მოქმედი გმირი დგას ავანსცენაზე: უსამართლობა და შიში. ლიტერატურული ატმოსფეროც აიმღვრა, ფრიდონ ნაროუშვილი, კალე ფედოსიშვილი და ძმანი მათნი პროლეტმწერლობის სახელით კლასიკურ მემკვიდრეობას არბევენ. იბეჭდება ილია ჭავჭავაძის განმაქიქებელი პოემები და ლექსები. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას აპატიმრებენ და სალოვკის ბანაკში გზავნიან. გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში მიდის. აქანდა ზვავი, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ალიო მაშაშვილი ერთ-ერთ ლექსში გალაკტიონს კიცხავს _ რატომ ჩვენს რელსებზე არ დგახარო და თავის მოკვლას ურჩევს. კრიტიკოსი ბენიტო ბუაჩიძე უფრო "შემწყნარებელია" და მაშაშვილს აკრიტიკებს, მაგ რჩევას ის სჯობდა, ტაბიძისათვის იდეურად გამართული კარგი ლექსების წერა გესწავლებინაო. პოეტი უკიდურეს მატერიალურ სივიწროვეს განიცდის. უკანასკნელ გროშებს ითვლის. პარადოქსია, ამ დროს გიგლა ბერბიჭაშვილი _ ილიას მკვლელი, ამ "დამსახურებისათვის" პერსონალურ პენსიას იღებს და მუხრანის რევკომის თავმჯდომარეობიდან სახელმწიფო ღვინის ქარხნის გამგედ გადაჰყავთ. ახლოვდება ცნობილი ოცდაჩვიდმეტი წელი. მეუღლის ხალხის მტრად შერაცხვა, ჩრდილოეთში გადასახლება და მასთან განშორების ტკივილი. და-კარგვა ადამიანისა, ვინც პოეტის არეულ-აწეწილ ცხოვრებას აწესრიგებდა. ყოფითმა უბედურებამ უიმედო სევდაც ამოათქმევინა: "შენ ფოლადივით ცივი თვალებით, უცქერ განვლილ გზას და არ ემდური, რად გინდა იყო დიდი პოეტი, თუ სიცოცხლეში ხარ უბედური". ფიზიკური განადგურებისაგან უკვე აღარა¬ვინ არის დაზღვეული. ოფიციალურად ხდება "დასახვრეტილი¬მიტებისა და ხალხის დაპატიმრების გეგმების დავალება რაიონებისა და სოფლებისადმი". (იხ. სკკპ პარტარქი ვი. ფ. 14, საქმე 37, გვ. 280). ლავრენტი ბერია მოსკოვში გზავნის თხოვნას ლიმიტების გაზრდის შესახებ. სახოტბო პოეზია აპოგეას აღწევს. ვისაც საამისოდ კალამი უჭრის, ამქვეყნიური დიდებით ჰქუხს. გალაკტიონს ერთხელაც არ ირჩევენ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, არ აძლევენ სტალინურ პრემიას, სტრიქონში უმცირეს ჰონორარს უხდიან. მისი წიგნი საგამომცემლო გეგმიდან გეგმაში გადადის. პოეტი ამ საშინელ ყოფას ასე გადმოგვცემს: "სწამებენ ობობას ლომობას, ორბობას, ეს კატის კნუტები... იძვრიან კუტებიც, სულ აქოთებული ქანაობს კრებული, ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები". სწორედ ეს ბერიას კუდები მართავენ სამშობლოს ბედს. დრო გადის, მაგრამ პოეტის გამძაფრებული ნერვის ტკივილი არ ყუჩდება. უჭირს შეგუება იმ აზრისა, რომ წინ სულ სხვა სამშობლო ჩნდება: "რაა მასზე გულდამწყვეტი მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო". აი, იმ ეპოქის ზოგიერთი სურათი, რომელსაც პოეტის გულზე ბზარი უნდა დაეჩნია. სამედიცინო დასკვნაში ვკითხულობთ: "გადიდებულია გული და ღვიძლი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი". ვის ახსოვდა თბილისის ქუჩებს "ცოცხალ ძეგლივით" შეზრდილი პოეტი! 1959 წლის 17 მარტიც. წინასწარმეტყველურად ახდენილი სიტყვები: "და თუ ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი, თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები როგორც პოეტს შეჰფერის". 2001წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სამწუხარო ფაქტია : ერისკაცებს იშვიათად აფასებენ საკუთარ სიცოცხლეში. ნაწერი კარგია! წარმატებები ავტორს. ++ სამწუხარო ფაქტია : ერისკაცებს იშვიათად აფასებენ საკუთარ სიცოცხლეში. ნაწერი კარგია! წარმატებები ავტორს. ++
10. ზედმეტ დაკონკრეტებად ჩავთვალე ეს დეტალი.მართალი ხარ, მომავალი პუბლიკაციის დროს გავითვალისწინებ. ზედმეტ დაკონკრეტებად ჩავთვალე ეს დეტალი.მართალი ხარ, მომავალი პუბლიკაციის დროს გავითვალისწინებ.
9. საინტერესო ნაწერი, მხოლოდ მცირე შესწორებას შევიტან
"თბილისის მეოთხე საავადმყოფოს ეზოში" არა. მეოთხე საავადმყოფო იყო ავლაბრის რაიონში თბილისის მეოთხე სამართველოს სამკურნალო კომბინატი ანუ "ლეჩ-კომბინატი" ს ეზოში . ჭავჭავაძის გამზირზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით. ეს იყო საავადმყოფო, პოლოკლინიკა, სასწრაფო დახმარების სადგური და ემსახურებოდა მხოლოდ მაშინდელ ცეკას, ტეკას, მინისტრებს, რაიკომის მდივნებს, აღმასკომის თავმჯდომარებს, მწერალთა კავშირს და ძველ ბოლშევიკებს, ანუ 1917 წლიდან კომუნისტებს, რომლებიც ცოტანი იყვნენ იმ დროსთვის დარჩენილები, ხო კიდევ კომბინატორები, ქარხნის დირექტორები , ამას იმიტომ ვყვები, რომ იქ რიგითი მოქალაქეს არ მიიღებდნენ და არ უმკურნალებდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილება , სადაც უახლოესი აპარატურა და უცხოეთიადან შემოსული მედიკამენტები მანდ ნაწილდებოდა, მივადექი სათქმელს, სწორედ კარდიოლოგიური მკურნალობა სჭირდებოდა გალაკტიონ ტაბიძეს, მაგრამ იმ განყოფილებაში არ აღმოჩნდა მისთვის საწოლი., ამბობენ ვიღაც ბობოლა ქარხნის დირექტორისთვის იყო გამზადებული პალატა, დირექტორს, რომელსაც სახლში " ოქროს კრუხი და წიწილები" ჰქონდა, იყო ასეთი პატარა სათამაშო მექანიკური, და ფულით გაქუსულ ფანტაზიორ დირექტორს დიდ სუვენურად უქცევია და კრუხისთვისაც და წიწილების ნაწილები ბაჯაღლო ოქროთი შეუმკია, აი ასეთი პიროვნებების ზეიმის დრო იყო. "ლეჩ-კომბინატის" საავადმყოფოშიც ზოგი მედპერსონალი თავს დაფოფინებდა ასეთებს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძეს , რომელიც თერაპიულ განყოფილების საერთო პალატაში იწვა, მიაკითხავდა მორიგე ექთანი აბებით ხელშ სამჯერ დღეში, და ეს იყო სულ მისი ურთიერთობა იმ დროისათვის საზოგადოებასთან,
ამას ყველაფერს რეალურად აღიქვამდა , გენიოსი პოეტი , , ბატონო დავიდ რასაც თქვენ წერთ მაგას დაემატა ეს აღქმული მდგომარეობა, დაუფასებლობა, უგულობა, გაუფასურება, აფორიაქებული სული აუდუღდა , გული გასკდომას ცდილობდა ...
გალაკტიონს არ მოეფერა სამშობლო, და მან იჩქარა "ვეფხვის ნახტომით გამოგვესალმა" მადლობა ბატონო დავით ! საინტერესო ნაწერი, მხოლოდ მცირე შესწორებას შევიტან

გალაკტიონს არ მოეფერა სამშობლო, და მან იჩქარა "ვეფხვის ნახტომით გამოგვესალმა" მადლობა ბატონო დავით !
8. კარგია...5 მთელი ეპოქაა ჩატეული. კარგია...5 მთელი ეპოქაა ჩატეული.
7. კარგი წერილია. კარგი წერილია.
6. კარგი წერილია
ამას წინათ ერთტი საინტერესო მოგონება წავიკითხე გალაკტიონზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ვერ გეტყვით.
აი, ამ მისამართზე:
http://www.droni.ge/?m=5&AID=264 კარგი წერილია
ამას წინათ ერთტი საინტერესო მოგონება წავიკითხე გალაკტიონზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ვერ გეტყვით.
აი, ამ მისამართზე:
http://www.droni.ge/?m=5&AID=264
5. კარგი ნამუშევარია. კარგი ნამუშევარია.
4. ძალიან კარგი წერილია გაიხარე დავით...
მეც ვუერთდები ამ მილოცვას ...
გალაკტიონი უდიდესი იყო და იქნება მუდამ...
ქართულ და მსოფლიო პოეზიაში...
+5 ძალიან კარგი წერილია გაიხარე დავით...
მეც ვუერთდები ამ მილოცვას ...
გალაკტიონი უდიდესი იყო და იქნება მუდამ...
ქართულ და მსოფლიო პოეზიაში...
+5
2. ერთხელ ქართველთა დელეგაცია საფრანგეთში იმყოფებოდა... ფრანგმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა ჩვენს დელეგაციას: ''მე-20 საუკუნეში ვინ გყავდათ ყველაზე დიდი პოეტი''-ო... ფეხზე ვიღაც ჩვენიანი წამოდგა და ''გალაკტიონ ტაბიძე''-ო, მიუგო შეკითხვის დამსმელს.
მე მგონი ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთხელ ქართველთა დელეგაცია საფრანგეთში იმყოფებოდა... ფრანგმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა ჩვენს დელეგაციას: ``მე-20 საუკუნეში ვინ გყავდათ ყველაზე დიდი პოეტი``-ო... ფეხზე ვიღაც ჩვენიანი წამოდგა და ``გალაკტიონ ტაბიძე``-ო, მიუგო შეკითხვის დამსმელს.
მე მგონი ამით ყველაფერია ნათქვამი.
1. დღეს ამ თავზარდამცემი გენიოსის დაბადებიდან 120 წლისთავია.ვულოცავ ლექსის მოტრფიალე საქართველოს! ორჯერ შეცდომით დავდე ტექსტი, მაპატიეთ! დღეს ამ თავზარდამცემი გენიოსის დაბადებიდან 120 წლისთავია.ვულოცავ ლექსის მოტრფიალე საქართველოს! ორჯერ შეცდომით დავდე ტექსტი, მაპატიეთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|