ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2011


სათხოვარი

როცა წავალ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად -
დამიტირეთ... დამაყარეთ ცრემლები,
სანამ გული შავ ზღვასავით მიღელავს -
სათითაოდ ყველას შემოგევლებით.
წამიკითხეთ ლექსი უკანასკნელად -
როს მეწვევა ჟამი გარდაცვალების,
სიკვდილის დროს არ დამტოვოთ ნაწყენად,
ამას გთხოვენ საცრისტოლა თვალებიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები